ნატო-ს გენერალურმა მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის შენება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
"ნატო მხარს უჭერს თითოეული ერის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
მისი თქმით, ნატო რჩება სტაბილურობის წყაროდ არაპროგნოზირებად სამყაროში, რომელშიც ევროპა ჯერაც ვერ იქცა უსაფრთხოების ზონა
"ამ არაპროგნოზირებად მსოფლიოში ნატო რჩება სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს გარანტად. ჩვენ ხელს შევუწყობთ ჩვენს ფასეულობებს, დავიცავთ ჩვენს ხალხსა და ტერიტორიებს და ღიად დავტოვებთ კარს იმ ევროპული დემოკრატიებისთვის, რომელთაც სურთ და შესწევთ ძალა, შეასრულონ ალიანსის წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები და პასუხისმგებლობები", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოსვლა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების აღნიშვნას მიეძღვნა – 1999 წელს მისი წევრები გახდნენ ყოფილი სოციალისტური ქვეყნები, 2004 წელს ნატო-ში კიდევ შვიდი, 2009 წელს კი ორი ქვეყანა გაწევრიანდა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






