პროკურატურა გიგი უგულავას ბრალდებას პასუხობს
სამართალი - 22:47, 11 Mar, 2014     2568

მთავარი პროკურატურა გიორგი უგულავას ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უგულავამ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ჩანაწერის დამახინჯებული ნაწილის გასაჯაროებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბრალდებულ გიორგი უგულავას მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ 2014 წლის 07 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გიორგი უგულავასა და სხვათა მიერ ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი თანხების გაფლანგვის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე და არსებითი განხილვის მიზნით საქმე გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, პროკურატურამ დაცვის მხარეს, სრულად გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2013 წლის 24 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების „სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული ბრალდებულ გიორგი უგულავას სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულებითი მნიშვნელობისაა.

მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელებული სატელეფონო საუბრების მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მიღებული მასალები პროკურატურამ კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისას გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს და სწორედ დაცვის მხარის, კერძოდ ბრალდებულ გიორგი უგულავას მიერ 2014 წლის 12 მარტს ჩანიშნულ წინასასამართლო სხდომის წინა დღეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და პროკურატურის დისკრედიტაციის მიზნით, მოხდა საუბრების შინაარსის დამახინჯებული ნაწილობრივი განსაჯაროვება,“ - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42