„კობა ხარშილაძე ზურაბ ჟვანიას საქმის ფაბრიკაციის გამო დააკავეს“ - ასეთი შეფასებები მოჰყვა თავის დროზე ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსის დაკავებას. მაშინ ბევრი ითქვა და შემდეგაც ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ პროკურატურა ხარშილაძეზე ზეწოლას ახორციელებდა და მისგან ჟვანიას იარაღით მოკვლის ჩვენებას ითხოვდა.
თუმცა, კობა ხარშილაძის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ამ ვერსიებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჟვანიას საქმეზე ხარშილაძე არც დაკითხულა და არც დაიკითხება.
რაც შეეხება საქმის ფაბრიკაციას და პროკურატურის მხრიდან ზეწოლებს ჟვანიას მკვლელობის ვერსიის გასამყარებლად, ამას ადვოკატმა სრული სისულელე უწოდა.
ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განმარტებით, სასამართლო პროცესი 17 მარტს არის ჩანიშნული.
კობა ხარშილაძე ძველი თბილისის ყოფილ გამგებელ ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად ბრალდებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და თანხების გაფლანგვაში.
მასალის გამოყენების პირობები






