7 დღიანი დიეტა და მინუს 10 კგ
ეს საინტერესოა - 15:54, 11 Mar, 2014     98788

აღნიშნული დიეტა დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტ სივრცეში. მისი ავტორი გვპირდება 7 დღის განმავლობაში 10 კილოგრამის დაკლებას, შემდგომში წონის მატების გარეშე + ორგანიზმის გაწმენდას. მთავარია დიეტის შემდეგ გააგრძელოთ სწორად კვება.

დიეტის რაციონი:

I დღე- სვამთ ყველაფერს, რაც გსურთ, მათ შორის ბულიონს.

II დღე- ბოსტნეული- ნებისმიერი რაოდენობით. იღებთ ბოსტნეულის სალათას, სასურველია კომბოსტოს დამატება (ის ცხიმების დაშლას უწყობს ხელს)

III დღე = I დღე

IV დღე- ხილი- იღებთ ხილს, სასურველია დიდი რაოდენობით გრეიფრუტი

V დღე- ცილები- იღებთ კვერცხს, იოგურტს, მოხარშული ქათმის ფილეს

VI დღე= I დღე

VII დღე- დიეტის დასრულება:

საუზმე- ჩაი, 2ც მოხარშული კვერცხი

ლანჩი- ხილი

სადილი- ბულიონი (მსუბუქი სუპი ბრინჯით ან წიწიბურათი)

წახემსება- ხილი

ვახშამი- სალათა მცენარეული ზეთითა და მარილით

დიეტის ნებისმიერ დღეს შეიძლება წყლისა და უშაქრო ჩაის დალევა განუსაზღვრელი რაოდენობით

I დღე

საუზმე– 200 გ კეფირი და 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი:

ლანჩი: 200 გ უმარილო ქათმის ბულიონი

წახემსება: 150 გ იოგურტი;

სადილი: 200 გ რძე.

შუალედებში სურვილისამებრ- უშაქრო ჩაი

II დღე

საუზმე: 2ც პომიდორი;

ლანჩი: უმი კომბოსტოს სალათა, კიტრითა და მწვანილით, მცირე რაოდენობიტ მცენარეულ ზეთთან ერთად;

წახემსება: 2 კიტრი;

სადილი: ბულგარული წიწაკის სალათა მწვანილითა და კიტრით.

III დღე

საუზმე– 200 გ რძე და უშაქრო ჩაი ერთად; მეორე საუზმე– 200 გ რძე;

ლანჩი – 150 გ უმარილო ქათმის ბულიონი;

წახემსება – 200 გ კეფირი;

სადილი– 200 გ რძე.

შუალედებში სურვილისამებრ- უშაქრო ჩაი

IV დღე

საუზმე– 2 ც ფორთოხალი; მეორე საუზმე – გრეიფრუტი;

ლანჩი- ხილის ასორტი კივით, ვაშლებითა და ფორთოხლით.

წახემსება- 1ც მსხალი და 1 ც ვაშლი;

სადილი– გრეიფრუტი.

V დღე

საუზმე– 2 ც კვერცხი; მეორე საუზმე – 200 გ მოხარშული თევზი; Diet-Plan

ლანი– 150 გ მოხარშული ქათმის ხორცი და100 გ მოხარშული ბარდა;

წახემსება– 100 გ ხაჭო;

სადილი– 100 გ ყველი.

VI დღე

საუზმე– 200 გ კეფირი და 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი; მეორე საუზმე – 200 გ გრეიფრუტის წვენი;

ლანჩი– 200 გ უმარილო ქათმის ბულიიონი;

წახემსება– 200 გ რძე

სადილი – 200 გ რძე.

შუალედებში სურვილისამებრ- უშაქრო ჩაი

VII დღე

დიეტიდან გამოსვლა:

საუზმე – 2 ც მოხარშული კვერცხი და უშაქრო ჩაი; მეორე საუზმე – ხილი თქვენი გემოვნებით;

ლანჩი– მსუბუქი სუპი ბრინჯით ან წიწიბურით;

წახემსება– ხილი თქვენი გემოვნებით;

სადილი– ბოსტნეულის სალათა მარილითა და მცენარეული ზეთით.

რაციონი თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ ქვემოთ მოყვანილი მითითებების გათვალისწინებით 2013-06-26-GROUP_all

თუ მიდრეკილი ხართ შეკრულობისკენ, სასურველია წინასწარ გაისუფთაოთ ნაწლავები. დიეტის პირველ დღეს ძილის წინ მიიღეთ საფაღარათო (კუჭში გამხსნელი) საშუალება. სითხეების მიღების შემდეგ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი საბოლოოდ გასუფთავდება. შემდგომ, ხილისა და ბოსტნეულის მოღების დღეებში ორგანიზმი შეძლებს ყველა სასარგებლო ნივთიერებისა და ვიტამინის ათვისებას. თუ ნაწლავებს არ გაითავისუფლებთ, ტოქსინები მოწამლავს ორგანიზმს და შედეგად შეგაწუხებთ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ზოგადი სისუსტე.

ხანმოკლე დიეტების დაცვა საჭიროა იმისთვის, რომ შეამციროთ მუცლის გარშემოწერილობა და შემდეგ წონის დასაკლებად გადახვიდეთ სწორი კვების რეჟიმზე, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებასა და მის შენარჩუნებაში.

სითხეების მიღების დღეებში გარდა წყლისა და ბულიონისა შეგიძლიათ მიიღოთ იოგურტი და კეფირი, ბოსტნეულისა და ხილის გამწმენდი კოქტეილები, კისელი, კომპოტი, რძე. გაითვალისწინეთ: თუ რძის პროდუქტებს კარგად იტანთ, უმჯობესია მიიღოთ უცხიმო კეფირი, რძე და ნატურალური იოგურტი (უშაქრო). აუცილებელია სითხეების მიღების დღეებში ერთხელ მაინც დალიოთ ბულიონი, ის სასარგებლოა კუჭისთვის.

ბოსტნეულის მიღბის დღეებში დასაშვებია მცირე რაოდენობით მცენარეული ზეთის გამოყენება. ბოსტნეული- უმი, მოხარშული ან გრილზე შემწვარი;

ნებისმიერი ხილის მიღება შეგიძლიათ, სასურველია ტკბილი და კალორიული სახეობის შეზღუდვა (ბანანი და ყურძენი). ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი ხილი, რომელიც არ აღგიძრავთ შიმშილის გრძნობას.

ცილების დღის იდეალური რაციონი: კვერცხის ცილა, მოხარშული კანგაცლილი ქათმის მკერდი, უცხიმო ხაჭო, თევზი და ზღვის პროდუქტები – სოიო, ლობიო. აირჩიეთ, რომელიც თქვენ გიყვართ.

ამ დიეტის გამეორება შესვენების გარეშე არ შეიძლება. თუ გეშინიათ წონის მომატების, გაახანრძლივეთ დიეტიდან გამოსვლის პერიოდი, რამდენიმე დღე მიიღეთ მე-7 დღის რაციონი.

გამორიცხეთ:

ტკბილი წყალი და წვენები;

სალათების მაიონეზითა ან არაჟნით შეზავება;

შეზღუდეთ მარილი, შაქარი და ალკოჰოლი.

წყარო: active.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42