"მოსამართლეთა ერთობა“ მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
სამართალი - 14:00, 11 Mar, 2014     1781

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში მოსამართლე ლევან ქოჩიაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.

"მოსამართლეთა ერთობა" ამბობს, რომ გავრცელებული სტატიების კრიტიკის საგანი სასამართლო გადაწყვეტილებები და მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილია, როგორც ამ გადაწყვეტილებების ავტორი.

"ლაშა ქოჩიაშვილი 2009 წლის ნოემბრიდან სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, მანამდე იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოღვაწეობდა. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია იმ საქმის განილვაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს უკავშირდებოდა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილებოდა.

ასევე, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ომში დაღუპული კაპრალის დედის ნელი მჭედლიძის (და არა მჟავანაძის) ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. ნელი მჭედლიძე მსჯავრდებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბიდოკუმენტის დამზადება, გამოყენება). ამ დროისთვის ლაშა ქოჩიაშვილი უკვე თბილისისსაქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მუშაობდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ ყოფნისას მოსამართლე ლ. ქოჩიაშვილმა განიხილა ნ.მჭედლიძისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი და მის მიმართარასაპატიმრო ღონისძიება გამოიყენა.

ასევე არაზუსტია ინფორმაცია სს ,,ქართული ფოლადის” სარჩელისა გამო საქმეზე მოპასუხე სს ,,ქართული ფოლადის’’ რეაბილიტაციის მმართველის, შპს ,,რუსთავის ინდუსტრიულიჯგუფის’’ და შპს ,,რუსთავის ფოლადის’’ წინააღმდეგ.

მოსარჩელე ითხოვდა სს ,,ქართულ ფოლადს” და შპს ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს”შორის, ასევე, შპს ,,რუსთავის ინდუსტრიულ ჯგუფს” და შპს ,,რუსთავის ფოლადს” შორის27.12.2011 წ. დადებული მოძრავი ქონების გასხვისების ხელშეკრულებების ბათილად ცნობასდა სადავო ქონების სს ,,ქართული ფოლადისათვის” დაბრუნებას დდა ზიანის ანაზღაურებას.სასამართლომ, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონისმიზნებიდან გამომდინარე (სს ,,ქართული ფოლადის” მიმართ მიმდინარეობს რეაბილიტაციისპროცესი), ნაწილობრივ დააკმაყოფილა სს ,,ქართული ფოლადის” სარჩელი, კერძოდ,ბათილად სცნო 2011 წლის 27 დეკემბრის სადავო გარიგებები, აღადგინა პირვანდელიმდგომარეობა და ამ ხელშეკრულებებით გასხვისებული ქონება საკუთრებაში დაუბრუნამოსარჩელე სს ,,ქართულ ფოლადს”. ზიანის ანაზღაურების თაობაზე კი სარჩელი არდაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. ამ საქმეში ჯოზეფ კეი, ან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები არმონაწილეობდნენ.

,,საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” კიდევ ერთხელ გამოთქვამს მედიასთან თანამშრომლობის მზაობას და მოუწოდებს მედია საშუალებებს, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ისედაც დაბალი ნდობის არსებობის პირობებში, განსაკუთრებულად ფრთხილად მოეკიდონ მოსამართლის დისკრედიტაციისკენ მიმართული ცნობების გამოქვეყნების საკითხს და თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდებისგან",- აღნიშნულია "მოსამართლეთა ერთობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნინა შადური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42