ნატა ცხაკაია: თუ ადამიანს მონდომება გაქვს, აუცილებლად მიაღწევ მიზანს
პოზიცია - 16:38, 02 Dec, 2012     1241
- ასე გამოხატავს მადლიერებას ძალიან ნიჭიერი და პატარა მოღერალი, პროექტის ,,საქართველოს ვარსკვლავი’’ მონაწილე ნატა ცხადაია, რომელიც ,,ნიუპოსტთან’’ ინტერვიუში ყვება თავისი მუსიკალური გზის დასაწყისზე და სამომავლო გეგმებზე, რომელშიც იტალიის საოპერო სკოლაში სწავლის გაგრძელების პერსპექტივაც არსებობს და ნინო ქათამაძესთან დუეტის ჩაწერის ოცნებაც...

 

_ნატა, შენ ძალიან მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ პროექტში მიიღე მონაწილეობა, ამ ინტერვიუში ჩვენი მთავაარი კითხვა ის არ არის, რა წარმატებას მიაღწიე კონკურსში, საინტერესოა ის, რომ შენ ძალიან პატარა ასაკში შეძელი საკმაოდ წარმატებულად გამოსულიყავი და პროფესიონალი მუსიკოსებისგან მიგეღო მაღალი შეფასება. რა ასაკიდან დაიწყე სიმღერა და ეს იყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება თუ საერთო ოჯახური სურვილი?

 

სიმღერა ბავშვობიდან დავიწყე. ბებია მღეროდა, ის ძალიან გამოცდილი მომღერალი იყო, თავის დებთან ერთად ჰქონდა შექმნილი ხალხური სიმღერების გუნდი და მთელი საქართველოს მასშტაბით დადიოდნენ და მღეროდნენ.

მე რუსეთში დავიბადე, 9 წლამდე იქ ვცხოვრობდი. შემდეგ ბებიასთან ერთად აქ, საქართველოში ჩამოვედი და დღემდე აქ ვცხოვრობ.

9 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ სერიოზულად მომეკიდა ამ საქმისთვის ხელი და ბებიამ შემიყვანა გოგი ცაბაძის 25-ე  საფორტეპიანო სკოლაში. იქ თავიდან შევედი საფორტეპიანო განხრით, შემდეგ დირექტორმა მირჩია, რომ წავსულიყავი სავოკალო განხრით, რადგან შეამჩნია, რომ მქონდა ვოკალური მონაცემები. თავიდანვე ძალიან მიყვარდა პოპ სოული და ვიყავი უიტნი ჰიუსტონის, ასე ვთქვათ, ფანი. მისი თითქმის ყველა სიმღერა ზეპირდ ვიცოდი. ეს ქალი ჩემი იდეალი იყო. მერე უკვე ქრისტინა აგილერაზეც გადავედი. ძირითადად ვმღეროდი პოპ სოულს. მუსიკალურ სკოლაში მირჩევდნენ, რომ გავყოლოდი საოპერო ჟანრს, მაგრამ არ მიზიდავს ეს ჟანრი და საესტრადო სიმღერებს ვმღეროდი.

 

 

_პროექტში როგორ მოხვდი?

 

არასოდეს მიფიქრია, ასეთ მასშტაბურ პროექტში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ჩემმა მასწალებელმა, ქალბატონმა ნანა გოგიშვილმა, რომლის უზომოდ მადლიერი ვარ და ვთვლი, რომ ეს მისი დამსახურებაა, რასაც კი მივაღწიე, გადამაწყვეტინა გავსულიყავი ,,საქართველოს ვარსკვლავსში’’. დავუჯერე და მივედი ფინალამდე, მაგარამ პირველ კონცერტზევე ვიყავი აუტსაიდერი და ისე მოხდა, რომ ხმებით გადავიდა ლუკა ზაქარიაძე და მე დავტოვე პროექტი.Lლუკას მინდა ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო და ვთვლი, რომ ძალიან ძილიერი კონკურენტი იყო ჩემთვის.

 

_გამჩნევ გული გწყდება, და ალბათ ბუნებრივიცაა...

გული მწყდება მხოლო იმაზე, რომ არ მომეცა საშუალება, ჩემი მონაცემები გამომემჟღავნებინა. მომავალ წელს ვაპირებ სხვა პროექტში მონაწილეობის მიღებას და იმედია, იქ მაინც გამოვავლენ ჩემს თავს.

 

_ნატა, შენ აღნიშნე, რომ სხვა პროექტში აპირებ მიიღო მონაწილეობა, უფრო კონკრეტული გეგმებიც ხომ არ გაქვს?

შემოთავაზებები მაქვს იტალიის საოპერო კონსერვატორიიდან 2 წლით, სადაც მასწავლიან, მაგრამ, როგორც დასაწყისში ვთქვი, არ ვარ საოპერო ჟანრზე ჩამოყალიბებული, ანუ უფრო საესტრადო სიმღერა მიზიდავს, ამიტომ ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ. კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა მითხრა, რომ სურს ჩემთვის სიმღერა დაწეროს და აკეთებს ახალ პროექტს, სადაც უნდა, რომ მონაწილეობა მივიღო. ვაპირებ, ამ პროექტში აუცილებლად მივიღო მონაწილეობა, რადგან აქ რაც დამაკლდა და რაც ვერ შევძელი ვფიქრობ, ამ პროექტით მაინც მომეცემა კიდევ ერთი საშუალება, დავანახო ქართველ მსმენელს ჩემი შესაძლებლობები.

 

_ა პროექტმა ალბათ მაინც მოგცა ერთგვარი სტიმული იმისა, რომ უფრო მეტზე იფიქრო?

პირველ რიგში, ამ პროექტში შევიძინე მეგობრები, რომლებიც ძალიან კარგები არიან. ასევე მივიღე უდიდესი გამოცდილება - ვისწავლე კამერებთან მუშაობა, ასევე ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენა. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამიცნო მთელმა საქართველომ და ხალხის სიყვარული მოვიპოვე. მემგონი ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა მოღერლისთვის...  განსაკუთრებით მიყვარს ქალბატონი ნინო ქათამაძე, უტკბილესი პიროვნებაა, სიტყვებით ვერ აღვწერ მისდამი ჩემს სიყვარულს. სიმღერის დროს როდესაც მას ვუყურებდი, აი სწორედ მაშინ ვიხსნებოდი ყველაზე მეტად და მაშინ ვმღეროდი რასაც ქვია, გულიდან და ეს არის ნინო ქათამაძის დამსახურება.

 

_ვინ არის ენი ავორიტი ამ პროექტ?

პირველ რიგში თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას, იმიტომ, რომ ყველა ძალიან მიყვარს და ძალიან ნიჭიერები არიან. სამწუხაროდ ჩემი ფავორიტი გამოაკლდა პროექტს მეორე კონცერტზე, ეს იყო მიშა შარაბიძე და ეხლა ვგულშემატკივრობ, რა თქმა უნდა, ყველას და განსაკუთრებით გოგოებიდან  მანანა ვეკუას და ბიჭებიდან გიორგი ნადიბაიძეს.

 

_რა არის ენი ოცნება, რასაც პირველ რიგში განახორციელებდი?

ჩემი ოცნება არის ის, რომ პირველ რიგში ჩავწერო ჩემი ალბომი, ეს რაც შეეხება ზოგადად კარიერას, მაგრამ ჩემი ოცნებაა ავსტრალიაში კუნძულ ბორა ბორაზე წასვლა...

 

_ ისე, ვისთან გიოცნებია დუეტის ჩაწერა?

კი, ნინო ქათამაძესთან ვოცნებობ რომ ერთი დუეტი ჩავწერო, რადგან ძალიან მიყვარს, სულ სხვანაირი გულწრფელი ადამიანია, ყველასგან განსხვავებული.

 

_შენ აობის რა დამოკიდებულება ჰქონდა, მხარდაერას გრნობდი?

ძალიან კარგი, უბრალოდ რა სიმღერაც ვიმღერე პირველ კონცერტზე, ვერ გაიგო ჩემმა თაობამ რადგან ეს არის მიუზიკლი, ძალიან ძველი კლასიკური სიმღერა და დღევანდელი თაობა უფრო სხვა ჟანრს უსმენს და მოსწონს, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან კარგი იყო და რაც შემეძლო  მაქსიმუმი გავაკეტე და საკმაოდ კარგად გავართვი თავი ამ სიმღერას.

 

_ნატა, უნდა ველოდოთ, რომ მომავალში აუცილებლად გიხილავთ სცენაზე მომღერლის ამპლუაში?

რა თქმა უნდა, თუ ადამიანს მონდომება გაქვს, აუცილებლად მიაღწევ მიზანს, მაგრამ საჭიროა ფინანსებიც. დიდი სურვილი მაქვს გავხდე მომღერალი, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც დაინტერესდება ჩემი შესაძლებლობებით და დამეხმარება. ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლო, მივიღო უმაღლესი განათლება და მქონდეს ჩემი პროფესია, ვაპირებ ჩავაბარო და იტალიაში წასვლაზეც იმიტომ ვიკავებ თავს, რომ სწავლაში შემიშლის ხელს და მე მინდა, რომ მქონდეს უმაღლესი განათლება.

_რა პროფესიას გინდა რომ დაეუფლო?

ჯერ-ჯერობით ორი პროფესია მაქვს არჩეული - დიპლომატია და ჟურნალისტიკა, რომელიც უფრო პრაქტიკული იქნება, იმას ავირჩევ.

მოდი იმ იმედით დავსარულოთ ჩვენი საუბარი, რომ სამომავლოდ კვლავ გიხილავთ სცენაზე და არა მხოლოდ კონკურსში, არამედ დიდ სცენაზეც...

დიდი მადლობა თქვენ და მაინც მინდა, რომ ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის პროდიუსერებს, იმიტომ, რომ ძალიან კარგი პროექტი შეიქმნა სხვებისგან განსხვავებული და ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცა საშუალება, საკუთარი ნიჭი გამოავლინოს და მოახდინოს საკუთრი თავის რეალიზება. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟიურის წევრებს ნინო ხოშტარიას, ნიკა მემანიშვილს და ნინო ქათამაძეს, მათ ძალიან კარი შეფასება მომცეს და ყველანაირად მედგნენ მხარში და ყველაზე მეტად მინდა გადავუხადო მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, ვინც ესეთი ესემესი მაინც გამომიგზავნა, ყველანი ძალიან მიყვარხართ და ამ პროექტში გავიცანი ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი გახდნენ ჩემთვის. მე ვერ შევძელი ამ პროექტით ჩემი თავი ბოლომდე გამოვლენა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამას მომავალში აუცილებლად შევძლებ.

 

სააგენტო ,,ნიუპოსტი''





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42