ასეთი უცაბედი გაუჩინარება ექსპერტებს საგონებელში აგდებს. გამოცდილი პილოტები და გამომძიებლები ამ შემთხვევას აღწერენ როგორც „იდუმალი“ და „ამოუცნობი“.
როგორც წესი, ავიაკატასტროფა აფრენის ან დაფრენის დროს ხდება. როცა თვითფრინავი გარკვეულ სიმაღლეზე მიფრინავს, ძალიან იშვიათად ხდება „კატასტროფის მსხვერპლი“. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე ყველა შემთხვევაზე რეაგირების საშუალებას იძლევა.
ძრავის გათიშვის შემთხვევაში, თვითფრინავის ეკიპაჟს დაცემამდე საკმარისი დრო რჩება იმისათვის, რომ დედამიწაზე შესაბამისი სიგნალი გამოაგზავნოს.
თუკი პილოტის კაბინაში გერმეტულობა დაირღვევა ფანჯრის დაზიანების ან გატეხვის გამო, მეტიც, პილოტები თუ ჟანგბადის უკმარისობის გამო გაითიშებიან, თვითფრინავი სიმაღლეს მაინც არ კარგავს, ის აგრძელებს ფრენას და დედამიწაზე შესაბამისი სიგნალი იგზავნება.
თანამედროვე თვითფრინავები აღჭურვილნი არიან სპეციალური ავარიული კოდით იმ შემთხვევაში, თუკი მათ გატაცებას ტერორისტები შეეცდებიან. ამ კოდით ისინი ნებისმიერ სხვა თვითმფრინავს უკავშირდებიან და კატასტროფის შესახებ ატყობინებენ.
ასე რომ, ყველა შემთხვევაში დედამიწამდე კატასტროფის შესახებ სიგნალი უნდა მოვიდეს.
რეისი MH370, რომლის ბორტზეც 239 მგზავრი იმყოფებოდა კუალა ლუმპუდან პეკინში მიფრინავდა. აფრენიდან 2 საათში ის რადარებიდან გაქრა. ვიეტნამის საზღვაო ძალებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ თვითმფრინავი ვიეტნამის ტერიტორიულ წყლებში ჩავარდა. თუმცა, სამაშველო ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო.
„იზვესტიას“ ინფორმციით, დაკარგული მალაიზიური თვითმფრინავის მგზავრის ტელეფონზე ჩინელმა მოქალაქემ დარეკა. ჩინეთის მთავრობა ახლა ტელეფონის სიგნალის მეშვეობით ცდილობს თვითმფრინავის ადგილსამყოფელის დადგენას.
გამოძიება ცდილობს იმ ორი პირის დადგენას, რომლებიც დაკარგული თვითფრინავის ბორტზე, მოპარული პასპორტებით იმყოფებიან. ისინი თვითფრინავში იტალიური და ავსტრიული პასპორტებით მოხვდნენ, რეგისტრაცია ერთად გაიარეს. პასპორტების დაკარგვის შესახებ, პასპორტის მფლობელებს მისი დაკარგვისთანავე აქვთ გაცხადებული. შემთხვევა ცოტა ხნის უკან ტაილანდში მოხდა.
ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, ოფიციოზი თვითფრინავის გაუჩინარებას, ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას ჯერ არ აძლევს. გამოძიება იმ ხუთი მგზავრითაც დაინტერესდა, რომლებიც რეისზე ბილეთები დაბრონეს, თუმცა, არ დარეგისტრირებულან. შედეგად, მათი ბარგი რეისიდან მოხსნეს.
მასალის გამოყენების პირობები






