უილიამისა და ქეითის ქორწინების შემდეგ ყვითელი პრესა და პაპარაცები უკვე საშველს დიანას უმცროს შვილს ჰარის აღარ აძლევენ. რამდენიმე კვირის უკან წერდნენ, ჩარლზი შვილის არჩევანით უკმაყოფილოა და კრესიდა ბონას მიტოვებას ურჩევსო. წერდნენ, პრინცი ჩარლზი მათი ქორწინების წინააღმდეგი გამოვიდა და პროტესტი ღიად დააფიქსირაო.
საქმე ის გახლავთ, რომ ბონას მამინაცვალი ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღებისგან გარდაიცვალა, რაც ჩარლზს არ მოეწონა. მისი განმარტებით, ეს სამეფო ოჯახს ჩრდილს აყენებს.
თუმცა, რამდენიმე ხნის უკან ჰარი კრესიდასთან ერთად სამჯერ ზედიზედ გამოჩნდა და ყვითელ პრესას იმის ვარდაუდის მიზეზი გაუჩნდა, რომ პრინცი თავის შეყვარებულს უკვე აღარ მალავს და რომ მათი ურთიერთობები უფრო სერიოზულ ფაზაში გადავიდა.
ისინი ერთანეთს უკვე ორი წელია ხვდებიან. თუმცა, ერთად ძალიან იშვიათად ჩნდებოდნენ, ახლა კი ისინი ერთ დღეში სამჯერ გამოჩდნენ ერთად. მეტიც, ჰარიმ შეყვარებული ფეხბურთის მატჩზეც კი წაიყვანა. ეს კი უკვე მათ სერიოზულ ურთიერთობებზე მიანიშნებსო, წერს ყვითელი პრესა.







მასალის გამოყენების პირობები






