თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს რუსეთის ინტერესებს უკრაინაში და მის შეშფოთებას რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „იტარ-ტასი“ ავრცელებს, მათივე ცნობით, ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ ყველა ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მშვიდობიანი და კანონიერი გზით.
მისივე თქმით, შეერთებული შტატები კვლავინდებურად მიიჩნევს, რომ არსებობს უკრაინის პრობლემის დარეგულირების ისეთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რესპუბლიკის რუსულენოვანი მოსახლეობის, ისე რუსეთის ინტერესების დაცვას.
კარნის განცხადებით, ამ თემაზე ვაშინგტონი მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებას აპირებს
კარნის თქმით, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის საკითხზე სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან კონსულტაციებს განაგრძობს და ამ მოლაპარაკებების მთავარი თემაა კონფლიქტის დეესკალაციის მიღწევა და მისი დიპლომატიური გზებით მოგვარებაა.
"მიგვაჩნია, რომ არსებობს გზა, რომელიც შესაძლოა აწყობდეს ყველას, მათ შორის რუსეთსაც", – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ამ გზის ძირითადი შემადგენელია "უკრაინაში საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნა ვითარების მონიტორინგის განსახორციელებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის დიალოგის განახლება საერთაშორისო მონაწილეების ფარგლებში და ყირიმში რუსი ჯარისკაცების დაბრუნება საკუთარ ყაზარმებში".
მასალის გამოყენების პირობები






