საკვებ სოდას გააჩნია უნიკალური თვისებები, რომლითაც ის მედიცინასა და კოსმეტიკურ სფეროში მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებად ითვლება.
გარდა იმისა, რომ სოდა შეგიცვლით ძვირადღირებულ კოსმეტკურ პროცედურებს და დაგეხმარებათ გაციებისა თუ კარიესის პროფილაქტიკისთის, ის არის საუკეთესო საშუალება შაკიკისგან განსაკურნებლად.
საკვები სოდა დაგეხმარებათ მათ შორის, კაცობრიობის მავნე ჩვევის - სიგარეტის მოწევისგან გასათავისუფლებლად.
გთავაზობთ სავები სოდის გამოყენების წესებს კოსმეტიკასა და მედიცინაში:
პილინგი. სოდით შეიძლება გავიკეთოთ პილინგი. გელს საკვები სოდა დაუმატეთ, აურიეთ ისინი ერთმანეთში და სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ.
ფერიმჭამელებისთვის. ამისთვის თბილ წყალში გახსენით სოდა და სახეზე წაისვით, იგი აქრობს ანთებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
კარიესის პროფილაქტიკა. მჟავეები, რომლებიც პირის ღრუში ბაქტერიების შედეგად წარმოიქმნება, შლის კბილის ემალს. ამ მჟავების ნეიტრალიზება შეიძლება, თუ დღეში რამდენჯერმე გამოივლებთ კბილებს სოდიანი წყლით. კბილების გაწმენდისას ჯაგრისზე დადებულ კბილის პასტას საკვები სოდა დაუმატეთ. ამგვარი ნაზავი ისე ასუფთავებს და ათეთრებს კბილებს, რომ მინანქარს არ აზიანებს.
ფეხებზე უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად. ფეხებზე აბაზანის მისაღებად განკუთვნილ წყალში ჩამატებული სოდა ანეიტრალებს ბაქტერიების მიერ გამოყოფილმჟავეებს.
მზით დამწვრობის დროს. აბაზანის მიღებისას წყალში ჩაყარეთ ცოტაოდენი სოდა.
ყელის ტკივილის დროს. გახსენით 0,5 ჩ.კ. სოდა ერთ ჭიქა წყალში.
გაციების დროს. სასარგებლოა ინჰალაცია. ამისათვის აიღეთ მომცრო ზომის ჩაიდანი და აადუღეთ მასში 1 ჭ. წყალი და 1 ჩ.კ. სოდა. მაგარი ქაღალდისაგან გააკეთეთ მილი, ჩამოაცვით ჩაიდანის ცხვირს და ისუნთქეთ ორთქლი 10-15 წუთის განმავლობაში.
შაკიკის დროს. ყოველდღე მიიღეთ ანადუღარი წყლისა და სოდის ნაზავი. 1 დღე: სადილამდე 30 წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა ხსნარი (0,5 ჩ.კ. სოდა+წყალი). 2 დღე: 2 ჭიქა ხსნარი და ა.შ. 7 დღის განმავლობაში (7 ჭიქამდე). შემდეგ შეამცირეთ დოზა
სიგარეტზე თავის დასანებებლად. გამოივლეთ პირში სოდის ნაზავი.
მასალის გამოყენების პირობები






