პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ადვოკატი დააკავა
სამართალი - 17:26, 10 Mar, 2014     2051

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - ადვოკატი გოჩა ფაშალიშვილი და მოქალაქე გურამ ჭაღალიძე დააკავეს.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის მარტის თვეში, გურამ ჭაღალიძემ შეიტყო, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა გენადი გაბაიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულის ოჯახის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებით.

მოქალაქე გურამ ჭაღალიძემ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და ბრალდებულ გენადი გაბაიძის ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ შეძლებდა საპატიმრო სასჯელის გარეშე გენადი გაბაიძის საქმის დასრულებას, რაშიც მას დაეხმარებოდა მისი ნაცნობი პროკურორი გოჩა (ბადრი) ფაშალიშვილი, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ იყო ადვოკატი, მოტყუებით, დაზარალებულებს თავი გააცნო ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორად და დაარწმუნა ბრალდებულ გენადი გაბაიძის ოჯახის წევრები, რომ მისი მეშვეობით პროკურატურასთან მოხდებოდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით სასჯელზე, რის სანაცვლოდაც მათ დაზარალებულს გამოართვეს 1000 ლარი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42