სკანდალური ქართველი სექსსიმბოლოები
ეს საინტერესოა - 15:42, 10 Mar, 2014     28876
შორენა ბეგაშვილი დღემდე რჩება ყველაზე სექსუალურ და თანაც ნატურალურ სექსსიმბოლოდ. თუმცა, ამ ტიტულისთვის მებრძოლი გოგოები ბეგაშვილის ბუნებრიობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ მას ბევრი რამ აქვს გაკეთებული, მათ შორის მკერდი. ამ „ხმაურიან“ თემას არაერთი გადაცემა მიეძღვნა. შორენა ბეგაშვილი ამტკიცებს, რომ ერთადერთი რაც დაბერილი აქვს ეს მკერდი კი არა ტუჩებია, და ისიც ოდნავ, მაგრამ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მას არამარტო ტუჩი, ცხვირისა და მკერდის ოპერაციაც აქვს გაკეთებული.

შორენა ბეგაშვილი პირველი იყო ვინც გაშიშვლდა და რამდენიმე ეროტიული როლიც ითამაშა. შორენა „ ფლეი ბოისთვის“ გადაღებული სურათებით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. შემდეგ იყო ბაგრატიონთა ოჯახი, რომლის დანგრევის მიზეზად შორენას ასახელებდნენ. მიუხედავად ყველაფრისა იგი მუდმივად ყველაზე სექსუალურ ქალად სახელდება.

მისი „ანტონიმია“ ნინა წკრიალაშვილი, რომელიც არ მალავს რომ სახეზე არაერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მასზე ამბობენ ხოლმე, თითქმის აწყობილიაო. ნინა საჯაროდ ამ თემების განხილვას არც ერიდება და ოპერაციების ჩამონათვალს აკეთებს: „ცხვირის ოპერაცია გავიკეთე. მერე რა, რომ თვალის ბალიშები დავიპატარავე, ან ტუჩები დავიბერე. არც პლასტიკური ჩარევების წინააღმდეგი ვარ, არც ბოტოქსის. თუ ადამიანს უნდა, რატომაც არა, უნდა გაიკეთოს, მით უმეტეს, თუ ამის საჭიროებას გრძნობს. ამაზე ხშირად ჭორაობენ, თუმცა, ეს ჭორი არაა, მერე რა, რომ პლასტიკურ ქირურგიას მივმართე, თუმცა იმდენს ჭორაობენ ჩემზე, ასე მგონია, ეს ყველაფერი ჩვევაში აქვთ.“ - ამბობს წკრიალაშვილი. ისევე როგორც შორენა არც ნინა მორიდებია „ფლეიბოისთვის“ გაშიშვლებას.

ნუკი კოშკელიშვილი ნაკლებად სკანდალური, მაგრამ არანაკლებ სექსუალური ქალბატონია, რომელმაც ფოტოკამერების წინ საკმაოდ ეროტიული ფოტოები გადაიღო. ნუკი არ მალავს, რომ ეს ყველაფერი საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად გააკეთა, რათა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო.









ყველაზე სექსუალური თუ არა, ყველაზე გლამურულის ტიტულისთვის თიკო სადუნიშვილი იბრძვის და როგორც ჩანს, ის არც აპირებს ეს პოზიციები ვინმეს დაუთმოს. ბეგაშვილისგან განსხვავებით, ის ძვირადღებულ წვეულებებზე ჩნდება და ცდილობს გამომწვევად კი არა გამორჩეულად ჩაიცვას.

ყველაზე სკანდალური და სექსუალური თიკო სადუნიშვილი, რომელიც თამამად აცხადებს საზოგადოებაში რომ სექსი და ნარკოტიკები მისი გართობის შემადგენელი ნაწილია, „გართობა შეიძლება იყოს კლუბში, სექსი, ნარკოტიკების მიღება, ალკოჰოლი - ეს ყველაფერი ერთად არის, ალბათ, ჩემთვის სიამოვნება.“

შეიძლება ვინმემ უხეშ შედარებად ჩათვალოთ და ალბათ ასეც არის თუმცა, საქართველოში ყვლაზე სექსუალური ტიტულისთვის ტრასვიტი კესოა, რომელიც სხვებივით აწყობილი კი არა გადაწყობილია, თუმცა, თავს მაინც ყველაზე ვნებიან და სასურველ ქალად მიიჩნევს. ცოტახნისწინ კესომ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერძე გამოაქვეყნა სტატუსი ''ყველაზე ბედნიერი ვარ'',- წერს ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე კესო აბრამიძე, ამის მიზეზი კი მორიგი ოპერაცია გახლავთ თუმცა რისი ოპერაცია გაიკეთა კესომ არ ამბობს, რისი ოპერაცია გაიკეთა ამჯერად კესარიამ, რთულად გამოსაცნობი არ არის, რადგან საოპერაციოში შესვლამდე დაწერა: ''დავიღალე კითხვებით, რის ოპერაციას ვიკეთებ. ამას მხოლოდ ერთადერთი, ჩემი რჩეული მამაკაცი ნახავს''

ყველაზე „სექსუალურის“ ტიტულისთვის ერთმანეთთან დაპირისპირებასაც არ ერიდებიან საჯაროდ და საკმაოდ სკანდალური სტატუსებით.

შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე თიკო სადუნიშვილის მისამართით სკანდალურ პოსტს აქვეყნებს: "თიკო, საყვარელო. დაგითმობ ჩემი დასვენების 3 წამს. (მეტად არ ღირხარ). მე გაგაფრთხილე, რომ ჩემზე არ გელაპარაკა. (მაგრამ შენს პირს რა დახურავს). ტელეკამერების წინ, მეც ბევრი რამ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი პირადი ცხოვრება ყოველთის სუფთა იყო, თუმცა ეს არავის გასარჩევი არ არის. შენ რა გგონია, ციხეში რომ დადიოდი გამოძახებებზე, ეს მარტო შენ იცი? სახელი იმით გაითქვი, რომ ყველა გადაცემაში ჩემი ლანძღვით იყავი დაკავებული. რამ გაგაბოროტა? მე ხომ მაინც არაფერი მომაკლდება ამით. წამლის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყავი, თმა დაივარცხნე და დაგავიწყდა რაღაცეები? იფიქრე სანამ შენს აზრებს გადმოაფრქვევ. ან წადი ბავშვს მიხედე, თუმცა ამასაც ვერ გააკეთებ. დედობა გაქვს ჩამორთმეული." არც თიკოს დაუტოვებია უპასუხოდ ეს სტატუსი და "ფეისბუქით" პასუხობს.

"ღია წერილი შორენა ბეგაშვილს

ძვირფასო შორენა, სიმართლე გითხრა დიდხანს ვფიქრობდი, გამოვხმაურებოდი თუ არა შენს "პოსტს". მერე იმაზეც ვფიქრობდი, ეს რა ფორმით გამეკეთებინა, ყველაზე ადვილი შენი მსგავსი ბრალდებების გამოქვეყნება იყო, რომელსაც დამეთანხმები, დიდად ჭკუის დატანება არ ჭირდება. როგორც ამბობ, ამ დიდებულ ტექსტს სამი წამი დაუთმე და გილოცავ! ამით გაუნათლებლობის გამოვლინების უმაღლესი მაგალითი დაგვანახე.

მადლობა ღმერთს მშობლებმა ისე გამზარდეს, ასეთივე სტატუსის ჩემგან გამეორება იმწამსვე გამოირიცხა. არა და სულ გაჩუმებაც არ გამოვიდოდა, გაგიგონია ალბათ "დუმილი თანხმობის ნიშანიაო" პირადად მე ამ გამოთქმას ვერც ვიტან და არც ვეთანხმები. მაგრამ ის ხალხი ვინც "ლაიქებით" გცხრილავს ასეთი მარტივი ლოგიკით ცხოვრობს, კარგად იცი ჩვენი სკანდალების ისტორიაც ჟურნალისტების გაფეტიშებულია. ვწუხვარ ჩემი როგორც წამყვანის პროფესიული მოვალეობის შესრულება პირად მტრობად თუ აღიქვი.

იმ იაფფასიანმა ჭორებმა, რომელზეც შენ ლაპარაკობ, ძალა ორიათასიან წლებში დაკარგა. აი სწორედ მაშინ პლასტიკური ოპერაციების გასაკეთებლად ჯართს რომ აგროვებდი. ( დიახ, ჩვენც ვუყურებთ პროფილს ხანდახან:)) კარგად ვაცნობიერებ პოპულარობას ბონუსად ათასი ბინძური ჭორიც მოყვება, ამის წინააღმდეგ იმუნიტეტი დიდი ხნის წინ გამოვიმუშავე.

მერწმუნე შენ ბრალდებებს იარაღის მუქარის ქვეშაც არ გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ერთი რამ შეგეშალა ის რაც 10 წლის შვილის დედას არ ეპატიება. შეიძლება შენთვის დედობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი ინტიმური სცენების საყურებლად შვილთნ ერთად პრემიერებზე სიარულია,თუმცა ამ ქმედების გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის.

აი ჩემი შვილი კი უკვე 11 წლისაა, მას facebook-ზე საკუთარი გვერდიც აქვს, რომელზე შესვლას ეს დღეები სხვადასხვა მიზეზით ვუკრძალავ, სადმე შენ ბინძურ სტატუსს, რომ არ გადაეყაროს. ის ამას არ გაპატიებს!

ვიცი ეს წერილი ბევრ ჩემს ახლობელ ადამიანს გაანაწყენებს "არ იმსახურებს შენგან ყურადღებას", "ნუ დახვალ მაგის დონემდე", "იაფფასიან ინტრიგაში გხვევს" მაგრამ

სიამაყე იქ მთავრდება სადაც ჩემი როგორც დედის შეურაცხყოფა იწყება.

ერის სექსსიმბოლოვ, ჩათვალე ეს წერილი ჩემგან უდიდეს საჩუქრად,რომლის სანაცვლოდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვ ჩემი შვილის და ჩემი როგორც დედის წინაშე! შენ კი მინდა წარმატებები გისურვო და საკუთარი ასოს პოვნა "იღბლიან ბორბალში"

P.S. თუ შეძლებ ქართული შრიფტით მოგვიბოდიშე".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42