ყირიმის მოვლენები: რას ამბობს საერთაშორისო სამართალი
პოზიცია - 15:24, 10 Mar, 2014     4852

უკრაინაში მიმდინარე ამ და სხვა მოვლენებზე, იურიდიულ შეფასებებს აკეთებს მარკ ველერი, კემბრიჯის უნივერსიტეტის საერთაშირო სამართლის პროფესორი.

,,ნიუპოსტი“ მარკ ველერის მოსაზრებებზე დაყრდნობით და საერთაშორისო სამართალში არსებული ნორმების გათვალისწინებით, მკითხველს სთავაზობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მცირე პოლიტიკურ-სამართლებრივ ანალიზს.

ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში 1954 წელს შევიდა და უკრაინის ნაწილად დარჩა, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც.

რუსეთმა ცალსახად და მკაფიოდ აღიარა უკრაინა იმ საზღვრებში, რაც დადასტურებული იყო:

- 1991 წელს ალმა-ატის დეკლარაციით, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირი გახდა ისტორიის კუთვნილება;

- ბუდაპეშტის მემორანდუმით 1994 წელს, სადაც უკრაინამ, ბირთვულ შეიარაღებაზე უარის თქმის სანაცვლოდ, მიიღო უსაფრთხოების გარანტიები ამერიკის შეერტებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთისგან;

- 1997 წლის უკრაინა-რუსეთის ორმხრივი შეთანხმებით, შავ ზღვაში ყირიმის პორტებში რუსეთის ფედერაციის გემების განთავსების შესახებ;

1997 წლის შეთანხმება, რომელიც 2010 წელს 25 წლით იქნა გახანგრძლივებული, ნებას რთავს რუსულ გემებს, სამხედრო ინფრასტრუქტურასთან ერთად, იყვნენ განლაგებულნი ყირიმის პორტებში. აგრეთვე, მათ აქვთ უფლება, ჰქონდეთ სამხედრო სასწავლო მოედნები, სამხედრო პოლიგონები და სხვა ობიექტები. თუმცა, რუსული არმიის მასშტაბური მანევრები, ხელშეკრულების მიხედვით, მასში მონაწილე სამხედროების ჩათვლით, აუცილებლად მოითხოვს შეთანხმებას უკრაინის ხელისუფლებასთან.

ამ ვალდებულებების გვერდის ავლით, რუსეთმა, უკრაინასთან შეუთანხმებლად, გაზარდა თავისი სამხედრო ძალა ყირიმში და განალაგა ისინი იმ ტერიტორიებზე, რომელიც არ შედიოდა შეთანხმებაში, რითაც თავის კონსტროლს უკანონოდ დაუქვემდებარა ისეთი ობიექტები, როგორიცაა აეროპორტი და რიგი უკრაინული სამხედრო ნაწილები.

რუსეთის ქმედებებმა ყირიმში შექმნა სივრცე, რუსული ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თავისუფალი მოქმედებისთვის, რომლებმაც უკრაინის კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურები გააძევეს. იურიდიულად, ეს არის მყარად დადასტურებული ინტერვენციის აქტი რუსული სამხედროების მონაწილეობით, საიდან გამომდინარეც, ეს შემთხვევა, შეიძლება დახასიათდეს, როგორც სამხედრო ინტერვენცია.

მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით, ძალზედ მნიშვნელოვანია პასუხი შემდეგ კითხვაზე:

ირღვევა თუ არა ძალის გამოყენების შესახებ საერთაშორისო აკრძალვა - უცხო ქვეყნის სამხედრო ძალის ყოფნით იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, რომლის ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან - თუ არ ისმის სროლები.

გაეროს შეთანხმების თანახმად, რომელიც 1974 წელს იქნა მიღებული, უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების გამოყენება სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეთანხმების დარღვევით, რომელიც არეგულირებს ამ ძალების ყოფნას ტერიტორიაზე, არის აგრესიის აქტი.

თუმცა მოცემულ პირობებში, ,,შეიარაღებული თავდასხმა“, რომელიც ითვლება ათვლის წერტილად გაეროს წესდებაში, თავდაცვის უფლების გამოყენების შესახებ, როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ დამდგარა.

პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო თანხმობა რუსეთის ფედერაციის ზედა პალატისგან, ყირიმში რუსი მოსახლეობის დაცვის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ. თუმცა, შემდეგში მან განაცხადა, რომ ძალის გამოყენება ჰუმანიტარული მიზნებით ან ყირიმში რუსების დასაცავად, ჯერ კიდევ არ დაწყებულა. თუმცა, ასეთი აუცილებლობა შეიძლება მომავალში დადგეს.

მართალია, რუსეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი შეიარაღებული ნაწილები არ იღებენ მონაწილეობას დაპირისპირებაში და რომ ის არ აკონტროლებს ადგილობრივ მოხალისეებს, რომლებიც თითქოსდა არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც ხდება ყირიმში, თუმცა ეს ძალიან არადამაჯერებლად გამოსდის. მოსკოვის პრეტენზიებს, საკუთარი უმცირესობების დაცვაზე საზღვარგარეთ არ ჰყოფნის არგუმენტები.

თავის დროზე, როდესაც უნგრეთმა სცადა დაემყარებინა კავშირები თავის უმცირესობებთან მათი ინტერესების დაცვის მიზნით, რომლებიც ცხოვრობდნენ მეზობელ სახელმწიფოებში , ის შეეჯახა დიდი წინააღმდეგობას ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტრუქტურებისგან.

რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, სადაც პრომოსკოვური სეპარატისტები გამოდიოდნენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. რუსეთმა უბრალოდ ჩამოურიგა მათ პასპორტები და შემდგომ, იმ მოტივით, თითქოსდა იცავდა რა იქ თავის მოქალაქეებს ქართული აგრესიისგან, საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად იყენებდა. ასეთი ნაბიჯი ითვლება, ,,საზღვარგარეთ საკუთარი მოქალაქეების დაცვის შესახებ“ დოქტრინის ბოროტად გამოყენებად.

პასპორტების გაცემამ, უნდა გაუადვილოს ამ მოქალაქეებს თავის სამშობლოში (ანუ რუსეთში) დაბრუნება. ასე, რომ, ეს, ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამოდგება მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციის გამართლებად.

მოსკოვს, ვერც ჰუმანიტარული ინტერვენციის დოქტრინის გამოყენებით, ვერ მოჰყავს თავისი მოქმედების გასამართლებლად სარწმუნო არგუმენტები.

ამ დოქტრინის თანახმად, სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს სხვა სუვერენული სახელმწიფოს შინაურ საქმეებში, მხოლოდ, განსკაუთრებულ სიტუაციებში, როდესაც მთელი იმ სახელმწიფოს მოსახლეობა არის საფრთხის ქვეშ და არსებობს საშიშროება, მათი ფიზიკური განადგურების. არანაირი ამის მსგავსი მტკიცებულება რუსეთს ყირიმში არ გააჩნია. პირიქით, ასეთი სიტუცია შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ჩაერევა, რომელიც უკვე პრინციპში ხდება კიდეც. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სახელმწიფო, რომელიც ჭეშმარიტად ჰუმანიტარული მიზნებით იწყებს ჩარევას, მასაც კი არ აქვს უფლება, შეცვალოს ამ სახელმწიფოში შესაბამისი ტერიტორიის სტატუსები.

„ყირიმს არ შეუძლია დაიწყოს უკრაინისგან განცალკევების ან რუსეთთან მიერთების პროცესი, სანამ მოსკოვი ბატონობს მის ტერიტორიაზე.“

გაეროს უშიშროების საბჭოს წინ რუსეთის წარმომადგენელი აფრიალებდა იანუკოვიჩის წერილს, სადაც გადაყენებული პრეზიდენტი ითხოვდა რუსეთისგან, მის ქვეყანაში ინტერვენცია განეხორციელებინა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კონტროლი დაკარგა, მის ამ მოთხოვნას ლეგიტიმური ძალა არ აქვს.

მიუხედავად იმისა,რომ იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციაში არის გაწერილი სრულად არ იქნა დაცული, ფაქტია - იანუკოვიჩი ერთხმად იქნა გადაყენებული პარლამენტის მიერ და შესაბამისად, ვეღარ ექნება პრეტენზია წარმოადგენდეს უკრაინის სუვერენს, მის ხალხს.

ყირიმის ახალი რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენელთა თხოვნა ინტერვენციაზეც ვერ იქნება რეალური საფუძველი, რადგან მათ ამის იურიდიული უფლებამოსილება არ გააჩნიათ.

იმის მაგივრად, რომ თავად გამოიყენოს სამხედრო ძალა, რუსეთს ახლა სურს და ცდილობს უკრაინის ხელისუფლება წამოაგოს პროვოკაციაზე, რათა კიევმა გამოიყენოს ძალა, რის შემდეგაც იგი დაიწყებს მტკიცებას, რომ აქვს უფლება დაიცვას თავისი ჯარის ნაწილები და ეთნიკური უმცირეობა ყირიმში. ამის გამო უკრაინის ხელისუფლება უნდა იყოს განსაკუთრებულად ფრთხილად.

ყირიმის ავტონომიურ რეპუბლიკას აქვს უფლება, მოითხვოს თავისი სტატუსის შეცვლა, მაგრამ საერთაშორისო პრეცედენტის თანახმად, მას არ შეუძლია უბრალოდ, ცალმხრივად გამოეყოს უკრაინას, თუნდაც ამას, რეფერენდუნის საშუალებით, მისმა მოსახლეობამ დაუჭიროს მხარი.

მეტიც, საერთაშორისო პრაქტიკა არ ცნობს „გაყრას იარაღის მუქარის ქვეშ“, ანუ ყირიმს არ შეუძლია დაიწყოს უკრაინისგან განცალკევების ან რუსეთთან მიერთების პროცესი, სანამ მოსკოვი ბატონობს მის ტერიტორიაზე.“

ამდენად, სიტუაცია უკრაინაში და კერძოდ ყირიმში კარდინალურად განსხვავდება ნატოს სამხედრო მოქმედებებისგან კოსოვოში 1999 წელს, კოსოველი ალბანელები განიცდიდნენ დევნას და რეპრესიებს, ხოლო მოგვიანებით სერბების მხრიდან დაიწყო მათი ძალისმიერი გაძევება. ასე, რომ ნატომ იქ განახორციელა არა ოკუპაცია, არამედ რეალურად ჰუმანიტარული ოპერაცია. კოსოვოს 8 წლის განმავლობაში მართავდა გაერო, იქ იყო შექმნილი მეტნაკლებად ნეიტრალური გარემო, სადაც შესაძლებლი იყო რეგიონის მომავლის განსაზღვრა და სწორედ, გაეროს შუამავლობით მოხდა კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.

რა თქმა უნდა, ყირიმის მიერთება არ მოხდება, თუ ამაზე მოსკოვი არ დათანხმდება. მოსკოვს შეიძლება აკმაყოფილებდეს ახალი სტატუს-ქვო, რომლითაც ყირიმი მიუერთდება აღმოსავლეთ ევროპის „გაყინულ კონფლიქტთა“ რიცხვს, ხოლო პუტინი მოახერხებს თავი აარიდოს ბრალდებებს პირდაპირი აგრესიის გამო.

ორი ათეული წლის განმავლობაში რუსეთი მხარს უჭერდა დნესტრისპირეთს, რომელიც ფაქტობრივად გამოყოფილია მოლდოვისგან, მთიან ყარაბახს, რომელმაც, ფაქტიურად, დამოუკიდებლობა გამოაცხადა აზერბაიჯანისგან, სომხეთის ჩარევის შემდეგ.

ეს რომ არ მოხდეს, დასავლეთს დასჭირდება წარმოადგინოს კომპლექსური ზომები, რომელიც კრემლს საშუალებას მისცემს გაუშვას ყირიმი თავისი გავლენის სფეროდან, ისე რომ სახე არ დაკარგოს.


მასალა მოამზადა ლევან ებრალიძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42