შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის და მისი ძმის მიერ ახალგაზრდების ცემის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს ფაქტზე გამოძიება 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.
სავარაუდოდ გამოძიების მსვლელობისას დაიკითხება მურმან დუმბაძეც.
ჯერჯერობით უცნობია დუმბაძეს ბრალდებულის თუ მოწმის სტატუსით დაკითხავენ
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც მერაბ ღოღობერიძეს, მურმან დუმბაძის შვილი, მუხრან დუმბაძე თავდასხმით ემუქრებოდა, - ინფორმაიცას ,,ბათუმინიუსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს თავად ,,ქართული ოცნების“ წევრმა და პარლამენტის ვიცე სპიკერმა მურმან დუმბაძემ თავად აასრულა მუქარა და ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ძმასთან ნუგზარ დუმბაძესთან და ეკსკორტის თანხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა მერაბ ღოღობერიძეს, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ღოღობერიძის განცხადებით მურმან დუმბაძე და მისი ძმა ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. ამჟამად ღოღობერიძე პოლიციას ჩვენებას აძლევს, ამ ფაქტზე მოკვლევას აწარმოებს სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
მასალის გამოყენების პირობები






