სამართალდამცველებმა ოთხი დანაშაულებრივი ფაქტი აღკვეთეს
სამართალი - 11:33, 10 Mar, 2014     2107
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოთხი დანაშაულებრივი ფაქტი აღკვეთა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება სატყეო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს.
მათივე განმარტებით, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ "ეროვნული სატყეო სააგენტოს" მცხეთა-მთიანეთის სატყეო უბნის ძეგვის სატყეოს ტყის მცველი ელდარ კვერცხიშვილი დააკავეს. "დაკავებულმა საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ერთი კუბური მეტრი ნეკერჩხლის მოჭრის და ტყიდან დაუბრკოლებლად გატანისას, მის მიერ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების არგატარების სანაცვლოდ, მოქალაქეებისაგან ქრთამის სახით, 400 ლარი აიღო", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. ქრთამის აღების ფაქტზე ასევე დაკავებულია მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის რეინჯერი ელბაი ალიევი, რომელმაც საგარეჯოს რაიონში არსებული მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე 2,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის და ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობისას სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო თანხა 3 000 ლარის ოდენობით.ჩატარებული ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცნენ იმერეთის სატყეო სამსახურის ბაღდათის სატყეო უბნის მცველი არჩილ გრძელიძე და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის - წაღვერის სატყეოს ტყის მცველი კობა მსრიანი.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 341-ე და 338-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42