ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 6 პირი დააკავეს
სამართალი - 14:50, 02 Dec, 2012     498
საქართველოს ინტერპოლის მიერ 2012 წლის 28 ივნისიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში მყოფი, 1979 წელს დაბადებული თენგიზ ნოდარის ძე ფერაძე. აღნიშნული პიროვნება საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ საქართველოს სსკ-ის 24,339-ე და 180-ე მუხლებით იძებნებოდა, რაც ქრთამის მიცემის წაქეზებასა და თაღლითობას გულისხმობს. დაწყებულია წინასაექსტრადიციო პროცედურები.

2) ჩარლზ არტურ ფლეტჩერი

2012 წლის 13 ნოემბერს თბილისის ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ 2012 წლის 27 სექტემბრიდან ვაშინგტონის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, 1953 წელს დაბადებული ჩარლზ არტურ ფლეტჩერი დააკავა. ძებნილის დაკავების შესახებ დაუყოვნებლად ეცნობა ვაშინგტონის ინტერპოლს. მიმდინარეობს ამერიკული მხარისთვის ჩარლზ არტურ ფლეტჩერის გადაცემის პროცედურები.

3) სვიატოსლავ მელაი

2012 წლის 23 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს დააკავეს 1961 წელს დაბადებული სვიატოსლავ ვიქტორის ძე მელაი. აღნიშნული პიროვნება თაღლითობის ბრალდებით კიევის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

4) აჰლიმან მანსუროვი

2012 წლის 29 ნოემბერს სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტში, "წითელ ხიდზე" საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს აზერბაიჯანის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული აჰლიმან მანსუროვი დააკავეს. ინტერპოლის თბილისის ბიურომ დადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება მიმდინარე წლის მაისიდან გერმანიის ინტერპოლის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში არაერთგზის ჩადენილი ქურდობისთვისა და სხეულის დაზიანებისთვის იძებნებოდა. მანსუროვის დაკავების შესახებ ეცნობა გერმანიის ინტერპოლს. მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.

5) ნიკოლოზ ქავთარაძე

2012 წლის 13 დეკემბერს თბილისის ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში მყოფი, 1981 წელს დაბადებული ნიკოლოზ ბეჟანის ძე ქავთარაძის საბერძნეთიდან საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდება. აღნიშნული პიროვნება საქართველოს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნაში 2012 წლის 25 ივნისიდან იმყოფებოდა. საქმე აღძრულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 373-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

6) ზენფირა ისმაილოვა

2012 წლის 6 ნოემბერს თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით შემოსვლისას სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე 1962 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე ენფირა ისმაილოვა დააკავეს. აღნიშნული პირი 2012 წლის 14 აგვისტოდან საერთაშორისო ძებნაში ადამიანების ტრეფიკინგთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფებოდა. ზენფირა ისმაილოვას ექსტრადიცია აზერბაიჯანში უკვე განხორციელდა", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42