გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის კვირას მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ იტყობინება ,,Deutsche Welle“.
ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს გააგებინა, გერმანიის პოზიცია ყირიმში დანიშნულ რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც 16 მარტს გაიმართება, - აცხადებს გერმანიის მთავრობის ოფოციალური წარმომადგენელი შტეფან ზაიბერგი.
მისი სიტყვებით კანცლერმა სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ყირიმის სტატუსთან დაკავშირებით არალეგიტიმურია. ის წინააღმდეგობაში მოდის როგორც უკრაინის, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობასთან.
მერკელმა წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ხერხდება საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნა უკრაინის პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც მოახერხებდა არსებული კონფლიქტიდან პოლიტიკური გზებით გამოსავლის პოვნას.
კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღწეული საგრძნობი შედეგები ამ მიმართულებით. თავის მხრივ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის.
მასალის გამოყენების პირობები






