,,როგორ შეგვეძლო სახელმძღვანელოს წარმოდგენის გარეშე მიგვეღო გრიფი?! ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. გამომცემლობა "დიოგენემ" ერთგვარი ხრიკი გამოიყენა და ორი ერთი და იმავე საგნის წიგნი გამოიტანა კონკურსზე, გადაწყვეტილება ლოგიკურად იქნა მიღებული. ჩემს გამომცემლობას ქართულის ერთ სახელმძღვანელოზე მისცეს გრიფი, "დიოგენესასაც" ერთზე, ასე, რომ ამ ფაქტის გამო "დიოგენეს" აღშფოთება გაურკვეველი, აბსურდული და უსაფუძვლოა. რატომ ეგონა "დიოგენეს" რომ მის ორივე სახელმძღვანელოს ერთსა და იმავე საგანში სამინისტრო გრიფს მისცემდა, მაშინ, როცა სხვა გამომცემლობებს ერთ სასკოლო დისციპლინაში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო ჰქონდა გამოტანილი," - აღნიშნა კახაბერ რუსიძემ.
კახაბერ რუსიძის ინფორმაციით, 2012 წელს კონკურსზე გამომცემლობა ,,დიოგენეს" ექვსმა წიგნმა მიიღო გრიფი.
შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა ,,დიოგენე" გამომცემლობა ,,მერიდიანს" სასკოლო სახელმძღვანელოებზე კონკურსზე მათი წარმოდგენისა და დაბეჭდვის გარეშე გრიფის მინიჭებაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






