უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო, ვაშინგტონმა რუსეთს დიპლომატიური ულტიმატუმი წაუყენა. ჯონ კერიმ სერგეი ლავროვს დაურეკა და კატეგორიულად გააფრთხილა, სამხედრო ესკალაციის გაგრძელება ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების შანსს აღარ ტოვებს. მოსკოვის მხრიდან ყირიმის ანექსიის ნებისმიერი მცდელობა სამუდამოდ დახურავს დიპლომატიის სივრცეს, - აღნიშნა ჯონ კერიმ.
რუსეთის საგარე უწყების განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვი და ამერიკელი კოლეგა სატელეფონო საუბრისას ინტენსიური კნტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ყირიმის კრიზისზე კოლეგებთან მოლაპარაკებას განაგრძობს ბარაკ ობამა. აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის ქმედებები საფრანგეთის პრეზიდენტთან, დიდი პრიტანეთის პრემიერთან, იტალიიის პრემიერ-მინისტრთან და ლიტვის პრეზიდენთან საუბრაში განიხილა.
მსოფლიო ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს ჯარი ყირიმიდან და დაიწყოს მოლაპარაკება უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან.
მასალის გამოყენების პირობები






