,,იუკოსის” ყოფილი მმართველი მიხეილ ხოდორკოვსკი კიევში ჩავიდა, იური ლუცენკოსან ერთად ის გრუშევსკიზე და ევრომაიდანზე მივიდა. ხოდორკოვსკის ,,კურიერის“ კორესპონდენტი ესაუბრა, კითხვაზე თუ რას ფიქრობს ის უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ კონფლიქტზე, ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ ჩამოსულია მეგობრებთან კიევში და სურს თავისი თვალით ნახოს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს კომენტარის გაკეთებას. რაც შეეხება ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ კითხვას, ხოდორკოვსკიმ უპასუხოდ დატოვა.
,,უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება არ შემიძლია, აქ ლექციის ჩასატარებლად ჩამოვედი და ლექციაზე ვიტყვი ყველაფერს, რისი თქმაც მსურს, ახლა კი კოლეგებთან ერთად მინდა ვნახო რა ხდება და რა იყო მანამდე. არ მინდა პარალელების გავლება, მხოლოდ მსურს გავერკვე რა მოხდა. შთაბეჭდილებებზე ლაპარაკი არ მსურს... არ მინდა ლაპარაკი [პუტნზე], ვიდრე თავად არ გავერკვევი“, - განაცხადა ,,იუკოსის“ ყოფილმა მმართველმა.
მასალის გამოყენების პირობები






