,,მეცნიერება არის დიდი ძალა, რომელსაც მუდმივად ეყრდნობოდა ქართველი ერი და ქართული ეკლესია. რომ არ ყოფილიყო ასეთი დიდი შრომები, რა იქნებოდა საქართველო?! ჩვენს წინაპრებზე არავითარი ცოდნა არ გვექნებოდა. ჩვენ ძალიან მძიმე გზა გამოვიარეთ. ეკლესია მუდმივად იდევნებოდა და აღარ ჰქონდა ძალა ემუშავა სამეცნიერო შრომებზე, ამიტომ ეკლესიის საქმეს ჩვენი დიდი მეცნიერები აკეთებდნენ", - აღნიშნა და ქვეყნისთვის მეცნიერების და მეცნიერთა დიდი როლის მაგალითად ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის სამეცნიერო ნაშრომები მოიყვანა.
ილია მეორე ახალგაზრდებს მოუწოდებს, იმეგობრონ არა ტელევიზორთან, რადიოსთან და ინტერნეტთან, არამედ – წიგნებთან.
,,მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, რომ თქვენი მუდმივი მეგობარი - არა ტელევიზია, რადიო და ინტერნეტი, არამედ წიგნები უნდა იყოს. წიგნი უნდა გვედოს საწოლთან. კლიმენტი ალექსანდრიელი წერდა, რომ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი – მეგობარი ღვთისა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მეცნიერების მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მონასტრებში დიდი სამეცნიერო საქმე კეთდებოდა და უძველესი დროიდან გარდა სასულიერო მოღვაწეობისა, ქართლი მონასტრები დიდ სამეცნიერო საქმესაც ეწოდნენ.
,,ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში, სატრაპეზოში მოხატული იყვნენ ანტიკური ფილოსოფოსები. ეს მიანიშნებს იმაზე, რამდენად დიდი იყო პატივისცემა მათი შრომებისადმი. დღეს ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. მთელს მსოფლიოში ადამიანები უფრო გამიწიერდნენ, მატერიალურნი გახდნენ და დღეს თუ ახალგაზრდას ჰკითხავ, მას ან სულ არ უნდა სწავლა, ან მიდის საფინანსო-ეკონომიკურ სასწავლებლებში, საიდანაც მატერიალური შემოსავალი ექნება. ცოტაა, როდესაც ხალხი ისტორიით, ლიტერატურით, მათემატიკით, ფიზიკით თუ ქიმიით ინტერესდება, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, თუ მეცნიერება დაეცემა საქართველოში – ქართველი ხალხიც დაეცემა’’, - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის სახელით მადლობა გადაუხადა მეცნიერებს და ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათი სახელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის ცნობილი მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ზუსტ მეცნიერებებს აირჩევენ.
,,ერთი პროფესორი მეუბნებოდა – სემინარია და აკადემია არაფერს მოგცემთ, თუ თქვენ თავად არ იმუშავეთ წიგნებთან. თქვენი მუდმივი მეგობარი უნდა იყოს არა რადიო, ტელევიზია და ინტერნეტი, არამედ წიგნი. მუდმივად უნდა ვკითხულობდეთ წიგნს და ის ჩვენ საწოლთან უნდა გვედოს. დიდმა მეცნიერმა კლიმენტი ალექსანდრიელმა დიდი შრომა დაწერა, სადაც წერს, რომ მხოლოდ მორწმუნე ადამიანი არის მონა ღვთისა, ხოლო მორწმუნე და განათლებული ადამიანი არის მეგობარი ღვთისა’’, - ბრძანა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები






