,,კარგია, რომ მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ვთლი რომ ვიმსახურებდი არა საკანში ჯდომას, არამედ გამოძიებისთვის უკეთესი იქნება, რომ მე გარეთ ვიყო და საზოგასოებამ გაიგოს თუ რა იყო სიმართლე, ეს ისეთი აბსურდული ბფრალდება იყო, რომ ვფიქრობ მაინც პოლიტიკური იერსახე აქვს ამ დაკავებას, რადგან ამჟამად გახლავართ ზესტაფონის გამგებელი და გამომდინარე იქიდან, რომ მე საზოგადოებამ კარგად მიმიღო, სხვა ჩემი მოშორების არანაირი საშუალება არ ჰქონდათ, გარდა ჩემი გაკავებისა’’-განაცხადა კახა გეწაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა გეწაძემ საპატიმრო უკვე დატოვა, სასამართლომ მას 20 000 ლარის გირაო შეუფარდა, რაც უკვე მისმა ახლობლებმა გადაიხადეს, დღესვე ჭიდაობის ფედერაციამ მას პრეზიდენტის თანამდებობა არ შეუჩერა და ის პოსტზე 15 დეკემბრამდე დარჩება. მიუხედავად იმისა,რომ გეწაძეს დღეს დამატებით ბრალდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების დაგადმეტება წაუყენს, ის მაინც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები






