ევროკავშირის დახმარების პაკეტის შესახებ, პრემიერმა იაცენიუკმა პარასკევს, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსურ-ეკონომიკური დახმარება ევროკავშირისაგან, 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ძირითადი საშუალებებიდან, რომლებიც მართული იქნება, პირველ რიგში საუბარია მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც უკრაინამ უახლოეს დროში უნდა მიიღოს. ეს არის 2 მილიარდი დოლარი“, - აცხადებს იაცენიუკი.
ამ პაკეტის ცალკეულ პუნქტს წარმოადგენს უკრაინის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები, დასძინა მან.
„ევროპელმა პარტნიორებმა ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ შეთანხმების ერთმხრივი შესრულების შესახებ.
ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინული ნაწარმისა და საქონელმწარმობლებისთვის ევროპულ ბაზარს ხსნიან“, - თქვა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






