ლავროვი: კერისთან ჯერჯერობით ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ (ვიდეო)
მსოფლიო - 21:45, 06 Mar, 2014     2840


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს აშშ სახელმწიფო მდივან ჯონ კერის რომში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალიტებისათვის კომენტარი გააკეთა.
"გუშინ, პარიზში დაწყებული კონტაქტის შემდეგ ჩვენ რომში გავაგრძელეთ საუბრები, თუ როგორ მოვახერხოთ უკრაინის კრიზისის დაძლევა მაქსიმალურად ეფექტურ, სამართლებრივ, კონსტიტუციურ ჭრილში. რომელიც დაეფუძნებოდა 21 თებერვლის შეთანხმებას. ჯერჯერობით ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენ ჯერ გვსურს კარგად გავიაზროთ, თუ რას გულისხმობენ ჩვენი პარტნიორები, როდესაც საერთაშორისო მექანიზმის შექმნას გვთავაზოვბენ, გაურკვეველია, როგორი იქნება მისი არსი და შემადგენლობა," - განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაწვრილებით მოახსენებს პრეზიდენტ პუტინს იმ მოსაზრებებს, რომელიც მას დღეს აშშ საგარეო უწყების ხლემძღვანელმა გააცნო.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ უპასუხებს რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, ლავროვმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით, როგორც კერი აცხადებს, ასეთი სია რუსი ჩინოვნიკებისა თუ ბიზნესმენების შესახებ არ არსებობს.
"ეს მაინც მუქარაა, ისევე როგორც "დიდი რვიანის" ან რუსეთი-ნატოს საბჭოს მუშაობის შეჩერება," - თვლის ლავროვი და აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები ნორმალური მუშაობის საშუალებას არ იძლევა. "ილტიმატუმებისა და სანქციის საფრთხის ქვეშ ჩვენ პატიოსნად ვერ ვიმუშავებთ".




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42