ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის მიმართულებით თავის პოლიტიკაში, საბაჟო კავშირის პარტნიორებისაგან მხარდაჭერა ვერ მიიღო. ეს 5 მარტის საგანგებო სამიტის შემდეგ გახდა ცნობილი.
ბევრი დამკვირვებლის აზრით, ყირიმში, რუსულენოვანების დაცვის საფარქვეშ შეფუთული, მოსკოვის ქცევა, აბსოლუტურად არ მოეწონა ყაზახეთის ლიდერს, რომლის ქვეყანაშიც მთელი მხარეებია მეტწილად რუსულენოვანი.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბელარუსს ასევე არ გააჩნია კრემლის დერჟავული ამბიციების სასარგებლოდ, უკრაინასთან ურთიერთობის გაფუჭების სურვილი.
უკრაინასთან კონფლიქტის სიტუაციაში, როდესაც კრემლი პრაქტიკულად იზოლაციაში აღმოჩნდა, პუტინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მიეღო მოკავშირეთა მხარდაჭერა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ყაზახეთისა და ბელარუსის ხელმძღვანელებს მხარდაჭერის გამომხატველი ერთი სიტყვაც რომ დასცდენოდათ, მაშინ ის დაუყოვნებლივ აისახებოდა რუსულ შეტყობინებებში სამიტის შედეგებზე. თუმცა როგორც ჩანს მოსკოვმა ირიბი მზარდაჭერაც კი ვერ მიიღო, რაც პუტინის სერიოზული მარცხია.
ევრაზიული ეკონომიკური კავშირი შესაძლოა საბჭოთა ტრადიციისამებრ, დაუმთავრებელი ობიექტის სახით „ჩაბარდეს“.
ხოლო, როცა რუსეთს ფუნთუშები გაუთავდება, მის ისედაც ანემირებულ პოსტსაბჭოთა ინტეგრაციას სრული შეჩერება ელის.
naviny.by-ის მასალების მიხედვით მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






