ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, რეფერენდუმი მხოლოდ მისი დამტკიცებისთვისაა საჭირო, აცხადებს ყირიმის პირველი ვიცე-პრემიერი რუსტამ ტემირგალიევი.
„ყირიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია გახდა“, - აღნიშნა მან.
ტამირგალიევის თქმით, ერთადერთ კანონიერ შეიარაღებულ ფორმირებას რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმოადგენენ. „მესამე სახელმწიფოს ან სხვა სხელმწიფოს შეიარაღბული ძალები ცაითვლებიან ოკუპანტებად, მათთვის შესაბამისი შედეგებით“, - ხაზი გაუსვა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ან ახალი ფიცის მიღებას შეტავაზებენ, ან მათ უკრაინის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გადასვლის საშუალებას მისცემენ.
ტამირგალიევის თქმით, ამ დროისთვის, მუშაობს სპეციალისტების დიდი რუსული ჯგუფი, რომელიც ემზადება ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის უზრუნველყოფისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






