რუსეთთან მიმართებაში სანქციების შემოღებამ, შესაძლოა, პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და აშშ-ის კონგრესს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. კონგრესმენებს სანქციების დროულად შემოღება სურთ, თეთრი სახლი კი ცდილობს დააფიქსიროს შესაძლებლობა „თავის დროზე“ მოხსნას ყველაზე მეტად მკაცრი სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ.
აშშ-ის კონგრესი, რუსეთისადმი სანქციების ფარგლებში, დაუყოვნებელ, მკაცრ ზომებს მოითხოვს: „მაგნიტსკის სიის“ გაფართოებას და რუსეთის ფედერაციიდან ენერგომატარებლების ექსპორტის შემზღუდავი კანონების მიღებას. თუმცა, თეთრ სახლში სანქციების შემოღება მხოლოდ პრეზიდენტის განკარგულებით სურთ - ეს ობამას საშუალებას მისცემს, უკრაინული კრიზისის დეესკალაციის შემთხვევაში, ყველაზე მკაცრ ზომებზე უარი თქვას.
შესაძლო ზომების სიაში შედის - აკრძალვა შესვლაზე და აშშ-ში რუსი ჩინოსნების საბანკო ანგარიშებისა და ქონების დაპატიმრება, უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიების აქტივების გაყინვა. გარად ამისა, კანონი ადმინისტრაციას დაავალდებულებს „შეიმუშაოს მექანიზმი ენერგომატარებლების საექსპორტო მიწოდების შეზღუდვაზე“ რუსეთის ფედერაციიდან.
მასალის გამოყენების პირობები






