თენგიზ გოგოტიშვილი: ნატოს კარი დახურულია ქვეყნისთვის, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებსა და სხვა აღიარებულ ფასეულობებს
პოზიცია - 17:45, 01 Dec, 2012     3422
ვაშინგტონის ხელშეკრულება. არაფერი მსგავსი მასში არ წერია. სხვა საქმეა, რომ ნატოს კარი დახურულია ქვეყნისთვის, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებსა და სხვა აღიარებულ ფასეულობებს’’-ასეთ შეფასებას აკეთებს საქართველოში ,,ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ დირექტორი თენგიზ გოგოტიშვილი, რომელიც სააგენტო ,,ნიუპოსტთან’’ ინტერვიუში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების პერსპექტივებზე საუბრობს.

 

 

 

 

_საქართველოში ახალი პოლიტიკური რეალობის შემდეგ, ნატოს ხელმძღვანელობისა და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებების ფონზე როგრია საქართველოს საგარე-პოლიტიკური პერსპექტივა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების კუთხით?

 

 

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დიდი ხანია, მოექცა ნატოს ყურადღების ცენტრში. შეგვიძლია გავიხსენოთ მინისტერიალებისა და ჩიკაგოს სამიტის დასკვნითი დოკუმენტები, რომლებშიც ალიანსი ხაზს უსვამს ღია და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. ამიტომ თავიდანვე უნდა გავიმეოროთ, რომ 1 ოქტომბერი საქართველოსთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

ძალიან დიდი პრაქტიკული სამუშაო გასწია ევროკავშირმაც საქართველოში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.

ამ ფონზე ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა, საპარლამენტო ასამბლეათა და სხვათა მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ყურადღება შენარჩუნებულია. იქნებ - გამახვილებულიც კი. და არც ის არის გასაკვირი, რომ არ იღლებიან სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით. მსგავსი მოთხოვნა შავით თეთრზეა ჩამოყალიბებული ნატოს იგივე მინისტერიალებისა თუ სამიტების დეკლარაციებში. პირდაპირ უნდა ვთქვათ - დასავლეთი ყოველთვის აკეთებდა აქცენტს საქართველოში მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. 1 ოქტომბერს ყველა დარწმუნდა, რომ საარჩევნო გარემო ჩვენში მართლაც შეცვლილია. მაგრამ ჯერჯერობით რთულია ამტკიცო, რომ განვლილ ორ თვეში ჩატარდა სასამართლოს რეფორმაც და არც ერთი მოსამართლე აღარ გრძნობს წნეხს გადაწყვეტილების მიღებისას. მით უფრო, რომ საკადრო და ინსტიტუციონალური ცვლილება ამ სფეროში არ განხორციელებულა.

ნატოსა და ევროკავშირში არ იღებენ ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებს საკუთარი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ დაბალი ნდობა აქვთ. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველო იმდენად მიუახლოვდა ამ ორგანიზაციების სტანდარტებს, რომ ახლა მათგან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ ყურადღების მოდუნება უფრო გასაკვირი იქნებოდა, ვიდრე გაძლიერება.

 

_რას უნდა ველოდეთ მინისტერიალისგან?

მინისტერიალს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რამდენიმე დღის წინ მიმართა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების რეკომენდაციით. კითხვას, ”მოგვცემენ თუ არა მაპ-ს”, პასუხად აქვს - ”უფრო არა, ვიდრე კი”, რადგან ამ თემაზე ღია საუბარი წინა პერიოდში არ ყოფილა და საქართველოსთვის ეს თემა 2008 წლის შემდეგ ნაკლებად აქტუალური იყო.

რასაც ნამდვილად უნდა ველოდეთ, ისევ და ისევ არჩევნების თემაა. ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები აუცილებლად მიესალმებიან ჩვენში ჩატარებულ არჩევნებს და ხაზს გაუსვამენ, რომ ეს იყო ნატოსკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ლოგიკურად, უნდა გამოიკვეთოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინი და მოწოდება, ეს არჩევნები ნატოს წევრი ქვეყნის შესაფერი სტანდარტით ჩატარდეს.

სხვა თემებზე საუბარს დღეს, უბრალოდ, აზრი არ აქვს. რადგან, მიღებული პრაქტიკით, საბოლოო დეკლარაციას მინისტრებიცა და პრეზიდენტებიც უშუალო შეხვედრის დროს ათანხმებენ და ამტკიცებენ. უკვე ხსენებული 2008 წლის სამიტის გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, შესწორებები ტექსტში ბოლო მომენტშიც შეიძლება შეიტანონ.

 

 

_”მოგვცემენ თუ არა მაპ-ს”, პასუხად რომ აქვს  ”უფრო არა, ვიდრე კი”, მაშინ რა სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხად ,,კი’’, გარდა დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნებისა, რომელიც უკვე ჩაბარებული ტესტია და რა ხელისშემშლელი ფაქტორები არსებობს ალიანსის წევრობისთვის?

ნატოს სტანდარტებზე ჩვენს ქვეყანაში ბავშვიც საუბრობს, მაგრამ ცოტას თუ წარმოუდგენია, რას გულისხმობს ეს ფრაზა. მარტივად რომ ვთქვათ, ”ნატოს სტანდარტი” სხვა არაფერია, თუ არა დალაგებული ქვეყანა, სადაც მოქალაქე სახელმწიფო ინსტიტუტებს ენდობა, სახელმწიფო ინსტიტუტები კი აფასებენ მოქალაქეს. ნატოს სტანდარტია არჩევნები, რომლის შედეგშიც ამომრჩეველს ეჭვი არ შეაქვს, ხელისუფლებაზე, რომელიც მიდის და მოდის კონსტიტუციური ვადებისა და კონსტიტუციური პირობების დაცვით. ნატოს სტანდარტია, რომ ამ ხელისუფლებას ენდობიან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული და გაუგონარი ამ ტერმინის უკან არ იმალება. ყოველ შემთხვევაში, არაფერი მიუღწეველი.

უფრო გამოკვეთილია და მკაფიო სტანდარტები, რომელიც სამხედრო სფეროს ეხება. აქ ნამდვილად შეიძლება საუბარი ერთიან სისტემაზე. მაგალითად იმაზე, რომ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოს არმიას აქვს ერთი სისტემის კავშირგაბმულობა. იმისთვის, რომ ხვალ, რეალურ ბრძოლის ველზე გვერდიგვერდ აღმოჩენილმა დანიური და ხორვატული ბატალიონების მეთაურებმა მარტივად შეძლონ მოქმედებათა კოორდინირება. მოქმედებს მკაცრი სტანდარტი საწვავის შერჩევისას - იმისთვის, რომ იმავე დანიურმა ან კანადურმა ბატალიონმა საკუთარი ჯავშანმანქანების გამართვა ხორვატული ან ლატვიური უზრუნველყოფის ასეულის დახმარებით შეძლოს. იგივე შეეხება საბრძოლო მასალის ტიპებსა და კლასიფიკაციას, საშტაბო მუშაობის სპეციფიკას, საიდუმლო ინფორმაციის დაცვასა და მრავალ სხვას.

ძალიან ხშირად საქართველოში იმეორებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კრემლის სხვა იდეოლოგების მიერ ”შემოგდებულ” თეზისს, თითქოს ნატოში ვერ გაწევრიანდება ქვეყანა, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები. ნებისმიერ მსურველს მარტივად შეუძლია გადაამოწმოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დამფუძნებელი დოკუმენტი, ვაშინგტონის ხელშეკრულება. არაფერი მსგავსი მასში არ წერია. სხვა საქმეა, რომ ნატოს კარი დახურულია ქვეყნისთვის, რომელიც არ სცემს პატივს ადამიანის უფლებებსა და სხვა აღიარებულ ფასეულობებს.

2004 წელს ნატოში გაწევრების მიწვევა, სხვებთან ერთად მიიღეს ესტონეთმა და ლატვიამ. არც ერთ მათგანს იმ მომენტისთვის არ ჰქონდა მოწერილი ხელი ”ჩარჩო-ხელშეკრულებაზე” რუსეთთან. მიზეზი რუსული იყო - წლების განმავლობაში მოსკოვი ათამაშებდა ამ ყოფილი რესპუბლიკებისთვის 1940 წლის ოკუპაციის შემდეგ ”ჩამოჭრილი” ტერიტორიების საკითხს და ყველგან ამტკიცებდა, რომ ესტონეთსა და ლატვიას მასთან ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდათ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ხრიკმა არ გაჭრა და ამ ქვეყნების ნატოში ინტეგრაცია ვეღარ დაბლოკა, დათანხმდა მოლაპარაკებაზე და ორ წელიწადში მოაწერა ხელი სასაზღვრო ხელშეკრულებასაც და ”ჩარჩო-დოკუმენტსაც”.

 

სპეციალურად სააგენტო ,,ნიუპოსტისთვის’’





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42