რა მოხდა გეგუთის კოლონიაში - გარდაცვლილი ფარტენაძის ნაწამები სხეულის ფოტოები
სამართალი - 17:17, 05 Mar, 2014     13731

გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ფოტოები, რომელიც მისმა ძმამ ,,აფხაზეთის ხმას“ მიაწოდა, მძიმე სანახავია. შესაბამისად, რედაქცია არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მის ნახვას 18 წლამდე ასაკისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირთათვის.

გეგუთის კოლონიაში პატიმარ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების დეტალებზე მისი ძმა კობა ფარტენაძე „აფხაზეთის ხმასთან“ საუბრობს და ფოტოებს უგზავნის. მისი თქმით, არავითარი ე.წ. თავანი მის ძმას არ ჰქონდა და ის ვერსია, რომ თითქოსდა ფულის წაგებისა და "თავანის არჩაბარების" გამო მოკლეს, საფუძველს მოკლებულია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრის განცხადებით, გიგა ფარტენაძე ღამის სამის ნახევარზე მასთან ერთად საკანში მყოფმა პატიმრებმა აწამეს და მოკლეს, თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაცია წინასწარ იყო ინფორმირებული.:

“ჩემს ძმას სხეულზე წამების კვალი აღენიშნება, როგორც თავად მინისტრმა განაცხადა იგი თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის გამო გარდაიცვალა და მსგავსი საგნები თურმე საკნებში დაშვებულია, ეს კი სიმართლეს არ შეესაბამება, მას ჩაიდანი აქვს ჩარტყმული, საშინლად არის ნაწამები, თვალი აქვს ამოთხრილი, ექსპერტიზის პასუხი კი დაკრძალვიდან ერთ კვირაში იქნება ცნობილი.

გვინდოდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება ბათუმში, მაგრამ უარი გვითხრეს, თბილისის ცენტრალურ ექსპერტიზის ბიუროს მიმართეთო“, - განაცხადა „აფხაზეთის ხმასთან“ საუბრისას გარდაცვლილის ძმამ.

კობა ფარტენაძე აცხადებს, რომ მის ძმას ბრალი არასწორად ჰქონდა წარდგენილი. გიგა ფარტენაძეს რამდენიმე წლის წინ ბათუმში ეროვნებით თურქ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდა, ახლობლების განცხადებით, მისთვის ხულიგნობის მუხლით 3-დან 5 წლამდე პატიმრობა უნდა მიესაჯათ, თუმცა მას ყაჩაღობის მუხლით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს:

„ეს ფაქტი ვერ მოხდებოდა ისე, ციხის ადმინისტრაცია საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო. ჯერჯერობით, ადმინისტრაცია არ დაგვკავშირებია, ჩვენც პატიმარმა დაგვირეკა და გვითხრა გიგას ცხედარი პროზექტურაშია და მიხედეთო.

საკანში გიგას გარდა კიდევ სამი პატიმარი იყო, ისინი გეგუთში 4 დღის წინ თბილისიდან გადაიყვანეს, როგორც ჩემთვის ცნობილია. გიგას წამებაში ორი პატიმარი იღებდა მონაწილეობას, მესამე კი, უბრალოდ, უყურებდა, გაშველებასაც კი არ ცდილობდა, ერთ-ერთს ზედემტსახელად „კვერცხას“ უწოდებენ“, - განაცხადა კობა ფარტენაძემ.

გარდაცვლილის ძმის განცხადებით, გიგა ფარტენაძე მისი დანაშაულის შეუსაბამო დანაშაულის ჩამდენ პატიმრებთან იყო საკანში მოთავსებული - საკანში მკვლელობის მუხლით დაკავებული პატიმრები იმყოფებოდნენ, გარდაცვლილი კი ყაჩაღობის მუხლით იხდიდა სასჯელს.

„ჯერჯერობით არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ჩემი ოჯახი, მაგრამ კითხვები არსებობს და გვსურს, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაგვცენ“, - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.


ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42