როგორც „ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, საპატრულო პოლიცია, 112-ის შეტყობინების საფუძველზე მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ახალგაზრდებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი. სამართალდამცველებმა ადგილზე ორი პირი დააკავეს.
საქმე 173-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
"თავისუფალმა ზონამ“ გაავრცელა ვიდეო, რომელიც გუშინ საღამოს ქუთაისშია გადაღებული.
შეხლა-შემოხლა გრიშაშვილ – ყაუხჩიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
წყაროს ინფორმაციით, შელაპარაკება პატრულის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის მოხდა. ვიდეოში ისმის შემდეგი ფრაზები: "ტყუილად მიყავთ ეს ბავშვი ამ ახვრებს", – შენ უქიმერიონში მოგაკითხავ ახლავე ძმაო", "-ვინ უნდა დამაკაოს მე, ამათ ორი წიგნი არ აქვთ წაკითხული," კადრები "თავისუფალმა ზონამ" შემთხვევის ადგილზე გადაიღო
მასალის გამოყენების პირობები






