„მიმდინარეობს პოლიტკური შავი პიარი. როდესაც ბაჩო ახალაია გამართლდა და ამის უშუალო შემოქმედები ვიყავით ადვოკატები, ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების თვალში ჩვენი მარგინალიზაცია მოხდეს. გუშინ ამ ყველაფერს ნათელი მოფინეს, როდესაც გამოიყვანეს ე.წ. დიჯეი რემბო, რომელიც ბერა ივანიშვილის მეგობარია. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკი და ამ პროცესში მონაწილეობდა გიორგი ონიანი. მე ამ ადამიანს მინდა ვკითხო, თუ დაირღვა მისი უფლებები, როგორც მინიმუმ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რატომ არ შეიტანა საჩივარი პროკურატურაში,“ - განაცხადა ონიანმა.
ახალი ბრალდება გიორგი ონიანის წინააღმდეგ ლევან მდინარაძემ, იგივე დიჯეი რემბომ გაავრცელა. ის ადვოკატს თავისუფლების უკანონო აღკეთაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ონიანის პოლიციაში მუშაობის პერიოდს. გუშინ გამართულ პრეკონფერენციაზე მდინარაძემ განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი უკანონოდ ჩაუდეს და ხელი გაყალბებულ ჩვენებაზე ძალლდატანებით მოაწერინეს.
მასალის გამოყენების პირობები






