ქადაგიშვილმა გივი თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
სამართალი - 12:10, 05 Mar, 2014     2376

იოსებ ქადაგიშვილის ადვოკატის მერაბ ჭიკაიძის განცხადებით, მოსარჩელე იოსებ ქადაგიშვილი, მოპასუხე გივი (გიორგი) თარგამაძისა და ირმა ნადირაშვილისაგან, სასამართლოს გზით მოითხოვს მათ მიერ გავრცელებული ყალბი და არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი ინფორმაციის საჯარო წესით უარყოფას. ქადაგიშვილი, ასევე, მორალური ზიანის კომპენსაციის მიზნით, სიმბოლურად, თითოეული მათგანისაგან 1 ლარის გადახდას ითხოვს.

”დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რაც დაავლდებულებს გივი თარგამაძესა და ირმა ნადირაშვილს იმავე საშუალებებითა და მეთოდებით (ბრიფინგის მოწყობა და მედიაში გაშუქება) უარყონ ცილიმწამებლური განცხადებები იმის შესახებ, რომ, თითქოს იოსებ ქადაგიშვილი დანაშაულებრივი კლანის წევრია და ის, თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, უკანონოდ ანიჭებდა უპირატესობას კონკრეტულ კერძო კომპანიას” - განაცხადა ქადაგიშვილის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ იოსებ ქადაგიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი ბრალდებები 5 თებერვალს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა - ირმა ნადირაშვილმა და გივი თარგამაძემ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნეპოტიზმისა და უფლებამოსილებების გადამეტების თემაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

იმავე დღეს გაირკვა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იოსებ ქადაგიშვილისა და თამაზ თამაზაშვილის ნათესაური კავშირის შესახებ არასწორი იყო. კომპანია ”სერპანტინის” დირექტორმა კი (რომლის მფარველობაშიც ბრალმდებლები იოსებ ქადაქიშვილს ადანაშაულებდნენ) განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არანაირი განსაკუთრებული მხარდაჭერა არ აქვს. უფრო მეტიც, წინა ხელისუფლების დროს გაცილებით მეტი ტენდერი აქვს მოგებული და ”ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების დროს ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42