გიორგი ონიანს "dj რემბოს" ჩვენების საფუძველზე ახალი ბრალდება წარედგინა
სამართალი - 12:07, 05 Mar, 2014     2210
აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო უწყება მას უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. საუბარია 2012 წლის არჩენების წინა პერიოდზე, სადაც პროკურატურის ინფორმაციით, ონიანმა პოლიტიკური შეხედულების გამო ქართული ოცნების აქტიცისტი ლევან მდინარაძე დააკავა.
"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე პოლიტიკური დევნისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს გიორგი ონიანს კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, გიორგი ონიანის მიერ კიდევ ერთი პირის დევნა განხორციელდა და ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ იქნა დაკავებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (საზოგადოებისთვის ცნობილი ზედმეტსახელით დიჯეი რემბო). გ. ონიანის ბრძანებით დაკავებული გადაყვანილი იქნა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ისე, რომ მას ჩხრეკა არ ჩატარებია.
ლევან მდინარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს წარუდგინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და დაავალა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ლევან მდინარაძისაგან ამოღების ფაქტი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საუბრისას გიორგი ონიანმა უკანონოდ დაკავებულ ლევან მდინარაძეს განუცხადა, რომ იგი ისჯებოდა „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების გავრცელების გამო. ლევან მდინარაძის მიმართ უკანონოდ განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისათვის გიორგი ონიანს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვა წლამდე ვადით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი ონიანისთვის ეს უკვე მეორე ბრალდებაა. პირველ შემთხვევაში მან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის, ზემოხსენებულ ფაქტამდე 2 დღით ადრე შპს „დაო-პრინტის“ მენეჯერი დავით შათირიშვილი იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა გიორგი ონიანი, რომელსაც 2014 წლის 26 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. მთავარი პროკურატურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში, სადაც პროკურატურა კვლავ მოითხოვს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42