LGBTის უფლებები მსოფლიო მასშტაბით იზრდება. ამას ადასტურებს ქორწილი, რომელიც მიანმარში ჩატარდა.
2014 წლის 2 მარტი მთელი აზიისთვის ყურადსაღები თარიღი აღმოჩნდა. განსაკუთრებულ ინტერესს კი ეს დღე მიანმარის მცხოვრებლებისთვის წარმოადგენდა. ამ ტრადიციულ ქვეყანაში ჰომოსექსუალების მიმართ უიდესი აგრესია არსებობს, თუმცა პირველ საჯარო ლგბტ ქორწილზე თავი 200-მა სტუმარმა მოიყარა.
ეს თამამი ნაბიჯი 38 წლის თინ კო კომ და 28 წლის მიო მინ ჰტეტმა გადადგეს. მართალია, მიანმარში ერთსქესიანთა ქორწინება ნებადართული არ არის და ამ მამაკაცების მიერ შექმნილ ოჯახს ქვეყნის კანონმდებლობა არ აღიარებს, თუმცა წყვილისთვის ეს ხელისშემშლელ ფაქტორს მაინც არ წარმოადგენს.
როგორც აღმოჩნდა, წყვილი ერთმანეთს 10 წლის განმავლობაში ხვდებოდა. საბოლოოდ, მათ შიში დაძლიეს და ქორწილში არა მხოლოდ ახლობლები მიიწვიეს, არამედ ფოტოები ინტერნეტშიც გაავრცელეს.

მასალა მომზადებულია ,,lollipop.ge"-ს მიერ
მასალის გამოყენების პირობები






