ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესი კომისარის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი კონფერენციის დროს განაცხადა.
ფულეს განცხადებით, თუ რუსეთი აგრესიას გააგრძელებს, ევროკავშირის მხრიდან მიღებული იქნება წერტილოვანი ნაბიჯები.
„გუშინ საგარეო საქმეთა უმაღლესმა საბჭომ საგანგებო მიმართვა განახორციელა და რუსეთს შეახსენა საერთო სამართლის მოთხოვნები. ლაპარაკია უკრაინის ტერიტორიულ მთიანობაზე, რომელიც უნდა იყოს დაცული. გუშინ გაჟღერებული დეკლარაცია გახლავთ მცდელობა, რომ განვახორციელოთ საბოლოო ძალისხმევა, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ თუ რუსეთი აგრესიას გააგრძელებს, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, ევროკავშირის მხრიდან გადადმული იქნება მიზანმიმართული ზუსტი ნაბიჯები,“- განაცხადა შტეფან ფულემ.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






