"უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმაში ყირიმის მიერთების პროექტი დაარეგისტრირეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის 16-მა დეპუტატმა ჯერ კიდევ 28 თებერვალს დაარეგისტრირა.
"როდესაც ვერ ხდება საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა უცხო სახელმწიფოში ეფექტური, სუვერენული ხელისუფლების არარსებობასთან დაკავშირებით, რომელიც ვალდებულია დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, მათი უფლებები და თავისუფლება, უზრუნველყოს სახელმწიფო ფუნქციების მშვიდობიანი აღსრულება, მივიღოთ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში, როგორც უცხო ქვეყნის ახალი სუბიექტი", - ნათქვამია აღნიშნულ კანონპროექტში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სუბიექტის მიღებას უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, რომელიც მოცემული უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები






