ნათია ლაზაშვილი მეცხრე არხიდან წავიდა
საზოგადოება - 22:34, 30 Nov, 2012     2180

თუმცა იმ განსახვავებით, რომ რუსთავი 2-ში 11 წელი ვიმუშავე, ხოლო მე-9 არხზე მხოლოდ 8 თვე მომეცა ამის საშუალება. ჩვენ გუშინ გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ არხის რეორგანიზაციიდან გამომდინარე, შესაძლებელი იყო იმ პროცესების თავიდან აცილება, რომელიც ამჟამად "მე-9"-ე არხზე მიმდინარეობს. თუმცა, დღეს თანამშრომლებს განუცხადეს, რომ არხზე რეორგანიზაცია დასრულებულია. ასევე გაკეთდა განცხადებები, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღო და დარწმუნებული ვარ მათთვისაც, ვინც ამ ეტაპზე აქ რჩება. ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია თანამშრომლობა ისეთ ხელმძღვანელობასთან, ვინც ერთმანეთთან აიგივებს ტელევიზიას და ფერმას. ჩვენ ყველა პროფესიას პატივს ვცემთ, მაგრამ პირადად ჩემი, ერთი ჟურნალისტის სახელით მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მე სამუშაოდ მოვედი ტელეკომპანიაში და არა ფერმაში, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე როდესმე ესეც მომიწოს",-განაცხადა ლაზაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ კრძალავს, გაუგებარია ის, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს უხერხულობას უქმნის მისი ოჯახის მფლობელობაში მყოფი ტელევიზია, რატომ არ უქმნის ასეთივე უხერხულობას ახალ ხელმძღვანელს ის ფაქტი, რომ მისი ოჯახის წევრი არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, პარლამენტის და იუსტიციის საბჭოს წევრი.
,,ახალმა ხელმძღვანელმა მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ჩვენ გვქონდა დაბალი რეიტინგი და ვაკეთებდით სნობურ ახალ ამბებს. ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პროდუქტზე, რასაც 8 თვის განმავლობაში ვქმნიდით და საშუალებას ვაძლევთ ახალ ხელმძღვანელს, გააკეთოს ისეთი ახალი ამბები, რომელიც მას მიაჩნია რეიტინგულად. გარდა ამისა, დღეს უკვე დაიწყო საუბარი, რომ ადგილი აქვს საბოტაჟს. ყველა ადამიანმა, რომელმაც დაწერა განცხადება წასვლის შესახებ, შესთავაზა ქალბატონ ლუბა ელიაშვილს დარჩენილიყო არხზე იმდენი ხნით, რამდენი ხანიც საინფორმაციო სამსახურის გამართული მუშაობისთვის იქნებოდა საჭირო, თუმცა, ამის აუცილებლობა არხის ახალმა ხელმძღვანელმა ვერ დაინახა და განაცხადა, რომ ის დღესვე მოიყვანს ახალ კადრებს", - განაცხადა ლაზაშვილმა.
მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ "ფაქტობრივად დადასტურდა ის სატელეფონი საუბრები, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო ლუბა ელიაშვილის "მე-9 არხზე" მოსვლაზე და იყო ნახსენები სიტყვა "ნგრევა".
,,ნებსით თუ უნებლიედ, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ არ დაინგრევა ის, რასაც ჩვენ 8 თვის განმავლობაში კოლეგებთან ერთად ვაშენებდით", - განაცხადა ლაზაშვილმა და დასძინა, რომ ის ტელევიზიის თანამშრომლებს მადლობას უხდის.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42