ვერძი - დღეს ემოციური იქნებით, ოცნება შეიძლება რეალობად გექცეთ. რაც დაგეგმილი გაქვთ შეასრულეთ . საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
კურო - აუცილებლად შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე. დღეს რაც არ უნდა მოხდეს არ მიაქციოთ ყურადღება.
ტყუპები - საკუთარი მიზნების მისაღწევად შეეცადეთ, მონახოთ თანამოაზრენი. ენდეთ თქვენს გონებასა და ინტუიციას, მაშინ კი თქვენს სურვილებს, გზას ვერავინ და ვერაფერი გადაუღობავს. ეცადეთ საღამო სასიაოვნო ატმოსფეროში გაატაროთ
კირჩხიბი - ნუ იქნებით ამბიციური. თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ და სწორად შეაფასებთ მოვლენებს, წარმატებას სწრაფად მიაღწევთ. საღამოს სასიამოვნო ამბავს გაიგებთ.
ლომი - შესანიშნავი დღეა საქმიანი შეხვედრებისათვის. გაითვალისწინეთ ის ადამიანი , ვინც მხარში გიდგათ. მოერიდეთ მწარე და მარილიან საჭმელებს.
ქალწული - მთელი დღის განმავლობაში მოგიწევთ ურთიერთობების მოწესრიგება მშობლებთან ან უფროსებთან. შესაძლოა, მიიღოთ ძალიან სოლიდური შემოსავალი, რომლის დახარჯვასაც მაშინვე არ გირჩევთ.
სასწორი - დღეს ფულის შოვნის არაჩვეულებრივი შანსი მოგეცემათ. ნუ გაუშვებთ მას ხელიდან. თქვენს წარმატებულ კარიერას მხოლოდ გაუწონასწორებელმა ხასიათმა შეიძლება შეუშალოს ხელი. თუ ემოციებს ვერ იმორჩილებთ, ჯობს ხელმძღვანელობასთან პოლემიკას მოერიდოთ.
მორიელი - დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. თქვენით ყველგან აღფრთოვანებულები იქნებიან. ამიტომ იყავით აქტიური, თამამად განახორციელეთ დასახული გეგმები. პირად ცხოვრებაში რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკავეთ.
მშვიდლოსანი - მხოლოდ გრძელი და ხარისხიანი სამუშაო მოგიტანთ შედეგებს. ოჯახური ურთიერთობები მცირე ხნით უკანა პლანზე გადავა. სიფრთხილე გამოიჩინეთ სასიყვარულო ისტორიებში.
თხის რქა - მოთმინებით აღიჭურვეთ და დაიცადეთ, ვიდრე ბედის ქალღმერთი კვლავ ღიმილით შემოგხედავთ. დრო ბევრი გაქვთ. შეგიძლიათ შორს გამიზნულ საქმეს მოჰკიდოთ ხელი. დღის ბოლოს შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
მერწყული - წარმატებული დღე გელით. ყურადღება გაამახვილეთ პროფესიულ საკითხებზე. საღამო თქვენთვის საინტერესო საზოგადოებაში გაატარეთ. კარგი იქნება, თუ მხიარულ წვეულებას მოაწყობთ. რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ.
თევზები - კრიტიკულ მდგომარეობაში ხართ, ასე გგონიათ ბედმა ზურგი გაქციათ. ფარ–ხმალს ნუ დაყრით, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.
მასალის გამოყენების პირობები






