აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა “ABC”-სთან ინტერვიუში. ჯონ კერის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ვარიანტს განიხილავს,
“ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორისაა, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები და პოტენციური საომარი მოქმედებები“.
სახელმწიფო მდივანმა აშშ-ს მხრიდან სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ მსგავს ქმედებებს თავიდან აიცილებენ და რომ ეს ყველაფერი საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდება.
სახელმწიფო მდივნმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უახლოეს მომავალში ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ ეკონომიკური სანქციები დაწესდება.
,,გარდა ამისა, კონგრესმა უკრაინისთვის ეკონომიკური დახმარების აღმოჩენის საკითხზე უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა კერიმ.
მასალის გამოყენების პირობები






