,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 5 იანვარს მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს უფროსს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კუდის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე და იმ მოტივით, რომ მისი ნახვა სურდა დეპარტამენტის დირექტორს დავით ახალაიას, თავისთან დაიბარა, სამძებროს უფროსი მთაწმინდა-კრწანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსთან ერთად მივიდა მოდულის შენობაში, ისინი დავით ახალაიას მიერ დაშვებული საშვით ავიდნენ თოფურის ოთახში და 15 წუთის ინტერვალით, ჯერ ერთი, ხოლო მეორე შიყვანა ახალაისთან. სამძებროს უფროსს ახალაიას გარდა ოთახში დახვდნენ მელნიკოვი, ალანია და სხვა პირები. მცირეოდენი გამოკითხვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა 2005 წლის 2 იანვარს რესტორან ,,ძველ სახლში’’ შს მინისტრის მეუღლის თაკო სალაყაიასათვის შეურაცყოფის მიყენების ფაქტს, პირადად დავით ახალაიამ, გერონტი ალანიამ ოლეგ მელნიკოვმა იოსებ თოფურიძემ და ოთახში მყოფმა სხვა პირებმა სატიკად სცემეს მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს უფროსი''-განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
პროკურორის თქმით, ნაცემი გაიყვანეს დავით ახალაიას ოთხაიდან და მოათავსეს იმავე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში, აღნიშნულის შემდეგ იოსებ თოფურიძემ უკვე მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების ფუროსი შეიყვანა დავით ახალაიასთან, რომელმაც მას ასევე დაუწყო გამოკითხვა იგივე ინციდენტზე, რა დროსაც გაირკვა რომ 2005 წლის 2 იანვარს ,,ძველ სახლში’’ ოჯახურ სუფრაზე ნაცვლად ნაცემი სამძებროს უფროსისა იმყოფებოდა სხვა პირი.
,,ამის შემდედ დავით ახალაია იოსებ თოფურიძესთან ერთად სასწრაფოდ მივიდა ცაკლე ოთახში მყოფ სამძებროს უფროსთან ბოდიშის მოსახდელად, დაპირდნენ სამსახურეობრივ წისვლას და გამოუშვეს მოდულის შენობიდან ისე, რომ არ დაუბრუნებიათ სამსახურეობრივი პირადობის მოწმობა და ტაბელური იარაღი. ამის შემდეგ დაახლოებთ 16:00 საათისთვის გერონტი ალანიას მიერ დაშვებული საშვით, დავით ახალაიას მიერ დაბარებული მთაწმინდა-კრწანისის შს სამმართველოს პირველი განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი, დავით ახალაიას დავალებით და სიტყვებით ,,გაიყვანეთ სხვა ოთახში და იქ მიხედეთო'', ამის შემდეგ კურდის თანამშრომლება იგი გაიყვანეს ერთ-ერთ ოთახში დასვეს სკამზე, ზურგს უკან შეუკრეს ხელები და სასტიკად სცემეს. ნაწამები და უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილი პირი შენობიდა გამოუშვეს დაახლოებით ღამის 12 საათზე.
აღნიშნული დანაშაულისათვის უახლოეს დროში ბრალი წარედგინებათ დავით ახალაიას, იოსებ თოფურიძეს, გერონტი ალანიას და გიორგი მელნიკოვს სისხლის სამართის კოდექსის შესაბამის მუხლებით, როემლიც უკავშირდება წამებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
მასალის გამოყენების პირობები






