,,გამოძიბით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მივიდა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე და პოლიციის სხვა თანამშომლები, მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვის თავიდან აცილების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული, კერძოდ ზურამ ბიქაძემ საპატრულო პოლიციის მანქანით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანა შემთხვევის ადგილზე, ამის შემდგ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით იარაღი დაალაგეს შემთხვევის ადგილზე, ბუტა რობაქიძის გვამთან დადეს ავტომატი და ასევ სხვა პირებს გაუნაწილეს იარაღი და საბრძოლო მასალა და ამ გზით შეიტანეს სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გამოძიებისთვის მიეცა ცრუ ჩვენება ფაქტის დაფარვის მიზნით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ზურაბ მიქაძე და მას წაეყენა ბრალი სისხლის სამართის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ა პუნქტით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. სხვა პირებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება’’-განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






