ტიმოშენკო: ვიმოქმედოთ ჩვენი გეგმებით, მათ სურთ ომი საქართველოში აფახაზეთის და ოსეთის მსგავსად
მსოფლიო - 00:19, 02 Mar, 2014     6926

ექსპრემიერმა იულია ტიმოშენკომ უშიშროების საბჭოზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სასწრაფოდ ხელმოწერის საკითხი დააყენა

ტიმოშენკომ უშიშროების საბჭოს წინაშე წარმოადგინა კონფლიქტის მოგვარების თავისებური ხედვა. მისი აზრით, სასწრაფოდ უნდა იქნას მოწვეული უმაღლესი რადას სხდომა და იქნას მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.

მისი თქმით, ,,რუსეთმა მორიგ ჯერზე სცადა, ომის მუქარის შესახებ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებებით შეაშინოს უკრაინა. ასე, რომ რუსეთს სურს, ჩაკლას უკრაინის დამოუკიდებლობა, გვაიძულოს ჩვენ, დავთანხმდეთ კაპიტულაციას. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ, მშვიდობიანი ქვეყანა, მაგრამ თუ ჩვენ ახლა მივიღებთ რუსეთის ულტიმატუმს, ჩვენ დავკარგავთ ქვეყანას“, - აღნიშნა ტიმოშენკომ.

,,მე გთავაზობთ, ვიმოქმედოთ. მხოლოდ შევინარჩუნოთ სრული სიმშვიდე, არ მივაქციოთ ყურაღება რუსეთის მიერ თავსმოხვეულ აგრესიას და ვიმოქმედოთ ჩვენი გეგმებით, სიტუაციის გამწვავების გარეშე. მათ სურთ ომი, საქართველოში აფხაზეთისა და ოსეთის მსგავსად“, - ხაზი გაუსვა ექსპრემიერმა.

ტიმოშენკომ უშიშროების საბჭოს მოქმედების გეგმა შესთავაზა:

,,უმაღლესი რადას სხდომა უნდა იყოს დაუყოვნებილივ მოწვეული, სადაც უნდა იქნას მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. მივმართოთ გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვნით, დაუყოვნებლივ ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა კიევში.

2. მივიღოთ მიმართვა ევროპის საბჭოსადმი და შევთავაზოთ შემდეგი წინადადება - საგანგებოდ შეიკრიბოს ევროკავშირის მინისტერიალი ყირიმში ლივადიის სასახლეში.

3. მივმართოთ ევროკავშირს წინადადებით, გადაუდებლად რამოდენიმე დღეში ხელი მოეწეროს უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც უკვე გაიარა ყველა პროცედურა და მზად არის რეალიზაციისთვის.

4. მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დაადასტურებს ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერისთვის უკრაინის მზადყოფნას.

5. მივიღოთ მიმართვა დასავლეთის სამყაროსადმი, მოთხოვნით, დაუყოვნებლივ იქნას შესრულებული ბუდაპეშტის მემორანდუმი, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, უკრაინაში ატომური ობიექტების არსებობის გათვალისწინებით.

ჩვენ არ გვჭირდება ომი, ჩვენ გვჭირდება აგრესიის შეკავების სტრატეგია, რომელიც იქნება მიღებული დემოკრატიული მსოფლიოს მიერ და ეს სტრატეგია დღეს იმუშავებს“.

ტიმოშენკოს აზრით უკრაინა უნდა გახდეს დღეს მთელი დემოკრატიული მსოფლიოს თავშეყრის ადგილი.

,,ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისე, როცა რუსეთი მოინდომებს ესროლოს უკრაინას, მან უნდა იცოდეს, რომ ესვრის მთელ დემოკრატიულ სამყაროს, რომელიც ამ დროს იქნება უკრაინაში. მსოფლიომ არ უნდა უღალატოს უკრიანელი გმირების ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ ევროპის დროშის ქვეშ, ევროპული მომავლისთვის.“

ტიმოშენკომ მიმართა უკრაინის მოქალაქეებს თხოვნით, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ამ რთული სიტუაციის მშვიდობაინად მოგვარების რწმენა.

,,მე გთხოვთ, თქვენ, უკრაინელებო, ამ წუთებში ჩვენი მთავარი იარაღია სრული სიმშვიდე, ჩვენ ყველა ვმუშაობთ დიპლომატიურ დონეზე და გავიმარჯვებთ“, - ხაზი გაუსვა ექსპრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42