რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა იური ვორობიოვმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებები იყო პირდაპირი მუქარა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
სენატორი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ობამას აგრესიული განცხადებების გამო, რუსეთმა აშშ-დან ელჩი უნდა გამოიწვიოს.
,,სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს პრეზიდენტ ობამას განცხადება, რომ რუსეთის დიდ ფასს გადაიხდის ასეთი პოლიტიკის გამო. მე ვთვლი, რომ ამერიკის პრეზიდენტის ეს სიტყვები არის პიდაპირი მუქარა. მან გადაკვეთა წითელი ხაზები და შეურაცხყოფა მიაყენა რუს ხალხს. ამიტომაც, მე ვთვლი, რომ საჭიროა რუსეთის პრეზიდენტმა მოითხოვოს ჩვენი ელჩის გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატებიდან“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა, სენატორმა იური ვორობიოვმა.
ვიცე-სპიკერმა აგრეთვე დასძინა, რომ მაიდანის მებრძოლების მომზადება ხდებოდა ლიტვასა და პოლონეთში ,,მათი [დასავლეთის] ფულებით“, ,,მათ ეხლა სურთ, განავრცონ თავიანთი გავლენა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებსა და ყირიმზე“.
მასალის გამოყენების პირობები






