რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 1 მარტს ღამით, კიევიდან გამოგზავნილმა უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ყირიმის შსს-ს შენობის დაკავება სცადეს, თუმცა, მათ ხელი თვითდაცვის დანაყოფებმა შეუშალეს.
"1 მარტს ღამით, შეიარაღებული უცნობი პირები, რომლებიც კიევიდან გამოაგზავნეს, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებას შეეცადნენ. ვერაგული პროვოკაციის შედეგად არიან დაშავებულები. თვითდაცვის დანაყოფების გადამწყვეტი ქმედებების წყალობით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების მცდელობა აღიკვეთა. ეს ადასტურებს კიევში ცნობილი პოლიტიკური წრეების მისწრაფებას ნახევარკუნძულზე სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ. ყველას, ვინც კიევიდან მსგავსი სახის ბრძანებებს იძლევა, თავშეკავებისაკენ მოვუწოდებთ. ყირიმში ისედაც დაძაბული ვითარების მომავალში კიდევ უფრო დაძაბვას ყოვლად უპასუხისმგებლობად მივიჩნევთ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






