ქალისთვის ყველაზე აუცილებელი... - ინტერვიუ კრისტი ყიფშიძესთან
შოუ ბიზნესი - 19:30, 28 Feb, 2014     9012

ქალთა დღესთან დაკავშირებით lollipop.ge-მ ექსკლუზიური ინტერვიუ მოამზადა ცნობილი მოდელი კრისტი ყიფშიძესთან.

ჩვენ მას სამოდელო სააგენტო ‘’Best Models’’-ში, ქალური თემების გასარჩევად ვესტუმრეთ.

1. ჩაცმის როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

მივეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომელთაც ძალიან ბევრი ტანსაცმელი აქვთ და ყველაფერი მალე ბეზრდებათ. შემიძლია ვთქვა, რომ მე ჩემი, ინდივიდუალური სტილი მაქვს და პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს. არ მომწონს როდესაც ვინმეს მამსგავსებენ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ გამორჩეულად გამოვიყურებოდე. ყველაზე კომფორტულად თავს ხალათში და ოთახის ,,ჩუსტებში“ ვგრძნობ, როცა ყველაფრისგან ვისვენებ და არ მაწუხებს თემა – ,,რა ჩავიცვა’’. ისე, შემიძლია ყველა სტილის სამოსი მოვირგო, ამინდის და ხასიათის შესაბამისად.




2- საყვარელი ფერები სამოსში და იცით თუ არა რამის ამოჩემება?

უპირატესობას ვანიჭებ შავს, მგონია, რომ ძალიან მიხდება.. თეთრიც, მიყვარს ექსპერიმენტებიც. დღემდე მაქვს დათუნა სულიკაშვილის შავი კაბა, რომელიც რამდენიმე ადგილას მეცვა და სხავდასხვა დეტალისა და აქსესუარის დამატების შემდეგ ყოველთვის სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდა. ბოლო პერიოდში მაქვს ახალი ამოჩემება, გადავწყვიტე შევიკერო უნიფორმა, რომელსაც ყველგან ჩავიცმევ და ყველას ეცოდინება, რომ კრისტის სულ ეს აცვია :). ზამთარში უფრო მუქი ფერები მომწონს, ზაფხულში უპირატესობას ჭრელ სამოსს ვანიჭებ.






















ტანისამოსი

მთავარია დანახვისთანავე მომეწონოს, ბრენდებზე ორიენტირებული არ ვარ და არ მაინტერესებს ის, რაც მომეწონა 2 ლარი ღირს თუ ორიათასი. ყოველდღიურად ვატარებ ძალიან თავისუფალ, კომფორტულ სამოსს, ძირითადად ჯინსებს და მაისურს, ბოლო დროს მომწონს თეთრი პერანგები. ხშირად ვიგონებ ხოლმე რაღაცებს, ეს ინდივიდუალიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, ზაფხულში ვცადე მაისურების საკუთარი ხაზის გამოშვებაც. იმის გამო, რომ ქართველ დიზაინერებთან ხშირი შეხება მაქვს ჩემს გარდერობში მათი სამოსი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა. გართულება მაქვს ხარისხზე, ვერაფრით ჩავიცმევ ე.წ. ‘’სინთეტიკას’’. უკანასკნელ პერიოდში რატომღაც ამოვიჩემე ჰალსტუხი, მაგალითად გუშინ ძალიან ჩემეულად მეცვა: შავი გრძელი პერანგი, ქვემოთ შარვალი, ზემოდან ქვედაბოლოთი და შავი, ძალიან ლამაზი ჰალსტუხი. ვფიქრობ, რომ ექსპერიმენტები ამართლებს.

ფეხსაცმელი- სუსტი წერტილი, რომლისთვისაც ფული არასდროს ენანება

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ ფეხსაცმელს, ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს ალბათ ყოველდღე ახალ წყვილს შევიძენდი. მიმაჩნია, რომ არასდროს არ უნდა დაინანო ფული ამისთვის. უბრალოდ არ შეიძლება იაფფასიანი ფეხსაცმელი გეცვას. მაქვს ყველანაირი სტილის – იმის გამო, რომ ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ ჩემს გარდერობში ხშირად შეხვდებით კედებს , რომელიც აუცილებლად converce უნდა იყოს, მიყვარს ბოტასებს რასაც ეძახიან, ‘’ბატინკები’’. მაქვს რამდენიმე ქუსლიანი ფეხსაცმელიც , ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ აუცილებელია.



















ბრენდები.. კოსმეტიკა.. პარფიუმერია

Chanel-ს ვერასდროს ვღალატობ, რაც დავიწყე კოსმეტიკის გამოყენება ამ ბრენდის გულშემატკივარი ვარ. მგონია, რომ მასზე უკეთესი არ არსებობს, როგორც შემდეგ გავიგე ასეთ ამოჩემებას თურმე ‘’chanel-ის კოდი’’ ჰქვია. სუნამოს გარეშე სახლიდან ვერ გავდივარ, ჩანთაში ყოველთვის მაქვს ორი მაინც. სუნამოებში ამოჩემება არ მიყვარს, მომწონს Tom Ford, Hermes, Chanel… უპირატესობას ვანიჭებ მკვეთრ, ტკბილ სურნელს. შამპუნებიდან ვხმარობ Kerastase-ს და ძალიან მომწონს, თუმცა ვიცი, რომ ხშირად უნდა ვცვალო და Pantene Pro-V-ით ვანაცვლებ ხოლმე.

თავის მოვლა… ხალხური რეცეპტები

მაქვს ჩემი ‘’ჩარჩოები’’- არ ვხმარობ მძიმე მაკიაჟს (მხოლოდ ტუში, პუდრა და წითელი პომადა თუ ამის აუცილებლობაა), არც ფრჩხილების ლაქი მიყვარს, მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი ჯანსაღი და ნატურალი მქონდეს. ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს გავიკეთებ ბოტოქსს ან რაიმე სახის ქირურგიულ ოპერაციას. ჩემი აზრით, მთავარია შინაგანი განწყობა, დეპრესიულობა ყოველთვის აისახება ქალზე, თანაც საკმაოდ ცუდად. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვცდილობ თავს მოვუარო, ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით- იქნება ეს კვება (არასდროს გამისინჯავს ალკოჰოლი) , ფიზიკური აქტიურობა, ბევრი ძილი თუ სხვა.. ერთადერთი ცუდი ჩვევა, რომელიც ვერ მოვიშორე ეს არის სიგარეტი, მაგრამ ცოტას ვეწევი.

ხალხური საშუალებებიდან აქტიურად ვიკეთებ ყავის ნალექის პილინგს. მოხარშული, უშაქრო თურქული ყავის ნალექს წრიული მოძრაობებით სახეზე და კისერზე ვისვამ, 20-30 წუთი ვიჩერებ და შემდეგ თბილი წყლით ვიბან, დაბანის შემდეგ ვიყენებ სახის ნებისმიერ დამატენიანებელს. გამიკეთებია არაჟნის ნიღაბიც, რომელსაც ჩამობანის შემდეგ დამატენიანებელიც არ სჭირდება. თმისთვის არაფერი მსგავსი არ ვიცი. ერთადერთი სალონში ვიკეთებ კერასტასის მარტივ პროცედურებს, რომელიც თმას ბზინვარებას ჰმატებს.





აქსესუარები

ორი ბეჭედი, რომელთაც ვერაფრით ველევი, მიყვარს დიდი ბეჭდებიც, 7 საყურე, ორი სვირინგი (მაჯაზე წითელი გული, რომლის დანიშნულებაც მარტო მე ვიცი და ფეხზე მზე მხოლოდ იმიტომ, რომ მზე ყველაზე მეტად მიყვარს), საათი და მასთან ერთად რაიმე ბავშვური სამაჯური.














3- არასდროს ახედებთ ჟურნალისტებს გარდერობში, რა არის ამის მიზეზი, რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებთ?

ძალიან არ მიყვარს, ვთვლი, რომ საზოგადოებას რაღაც დოზით მივეკუთვნები, მაგრამ არა ბოლომდე. ვფიქრობ ეს ყველაფერი ძალიან ჩემია. ვარ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელიც, მაგრამ საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი. ანუ ჩემი ცხოვრების იმ დეტალებს ვასაჯაროვებ, რომელთაც საჭიროდ მივიჩნევ. არ მიყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება. არ ვარ შეყვარებული, მაგრამ რომ ვიყო – ამ ინფორმაციას საჯაროს ნამდვილად არ გავხდიდი.

















4- პოდიუმი და საქმე, რომლითაც ახლა ხართ დაკავებული?

დღეს ძალიან დაკავებული ვარ და ეს მომწონს. ვარ ჟურნალისტიკაშიც, ერთი პერიოდი რადიოშიც მიმყავდა საავტორო გადაცემა, ვმუშაობდი ჟურნალ ,,copyright’’-ში, სადაც საკუთარი რუბრიკა მქონდა ‘’სიახლე კრისტისგან“- მკითხველს ახალგაზრდა და ნიჭიერ ადამიანებს ვაცნობდი. ახლა ვარ მაღაზიების Buon Viaggio და David Jones პიარ მენეჯერი, ვმუშაობთ საინტერესო პროექტებზე. უფრო მეტი რაღაცის გაკეთებას ვგეგმავ და იმედია ყველაფერი გამომივა.

5- როგორია თქვენთვის იდეალური ქალი ან როგორ სამოსში წარმოგიდგენიათ ის?

ყველაფრის გარეშე, ახალგაღვიძებული სარკეში ჩახედვისას თუ აღმოაჩენ, რომ კარგად გამოიყურები ეს იმას ნიშნავს, რომ ლამაზი ხარ.















,,სილამაზის ფორმულა“ კრისტი ყიფშიძისგან…

იყავით ლაღები და ბუნებრივები, არა აქვს მნიშვნელობა რა გეცმევათ, მთავარია კეთილები იყოთ და კარგ ენერგიას ასხივებდეთ. სიმშვიდე ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც თქვენი გალამაზება შეუძლია. ეცადეთ პრობლემები რაციონალური გზებით მოაგვაროთ. გაიღიმეთ და პირველ რიგში საკუთარ თავს გაეპრანჭეთ.

..და ყველაზე მნიშვნელოვანი – დედობა. ჩემი აზრით, ქალს ყველაზე მეტად დედობა ალამაზებს.














ავტორი ქეთი გვაძაბია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42