საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩმა ყირიმში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
ვიქტორ იანუკოვიჩი თავს კვლავ მოქმედ პრეზიდენტს უწოდებს და ყირიმელ ხალხს მიმართავს, არ დაუშვან სისხლისღვრა.
იანუკოვიჩი პასუხს ,,გარანტორებისგან“ ითქოვს, რომლეთაგან, მისი თქმით, ჯერ პასუხი არ გაუგია.
,,ყირიმს კიევის სიტუაციაზე ბუნებრივი რეაქცია აქვს. უკრაინელ ხალხთან შედარებით რადიკალების პატარა დაჯგუფების უზურპაციას, ყირიმელები არ დანებდებიან. მათ საკუთარი სახლებისა და ოჯახების დაცვისათვის თვითორგანიზება და თვითდაცვა მოახდინეს. მივმართავ მათ, რომ არ დაუშვან სისხლისღვრა. როგორც მოქმედი პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ ყირიმი უნდა დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში ფართო ავტონომიით.
ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება არ უნდა დავუშვათ. უკრაინა ერთიანი და განუყოფელი უნდა იყოს.
შეთანხმებასთან დაკავშირებით მე ვთქვი - კი არ მომატყუეს, ცინიკურად მომატყუეს მეც და მთელი უკრაინაც. მინდა გავიგო პასუხი გარანტორებისაგან. ჯერ არ გამიგია არც ტელეფონით და არც მედიით“, - აცხადებს იანუკოვიჩი.
მასალის გამოყენების პირობები






