როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნადგურდება, ნადგურდება სახელმწიფო. ეს არ შეიძლება რომ მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის ექსპრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იანუკოვიჩმა ბოდიში მოუხადა ჯარისკაცებს და უკრაინელ ხალხს იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მოხდა.
,,მე მინდა ბოდში მოვუხადო ჯარისკაცებს, უკრაინელ ხალს. იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა უკრაინაში. იმაზე, რომ მე არ მეყო ძალა შემენაჩინებინა სტაბლურობა და დავუშვი ის, რაც დღს ხდება ქვეყანაში.
მე მინდა ვთქვა, რომ მე არსად არ გავქცეულვარ. მე კიევიდან გადავედი ხარკოვში. სანამ მე ვიმყოფებოდი კიევში, მე მესროდნენ ავტომატიდან. მანქანა, რომელიც მე მიცავდა ფაქტიურად ყველა მხრიდან იყო ჩაცხრილული. მე არ მივდიოდი, მარტო და არ გავრბოდი. მე მივდიოდი აქტივისტების შესახვედრად. მე ხარკოვში გვიან ჩავედი, 22 რიცხვში.
მე ვთვლი, რომ უკრაინა უნდა დარჩეს მთლიანი. რაც შეეხბა ჩემს დაბრუნებას უკრაინაში, როცა იქნება უსაფრთხოება დაცული ჩემი და ჩემი ოჯახის, მაშინ დავბრუნდები უკან“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






