უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია როსტოვში გამართა.
იანუკოვიჩმა ოპოზიცია უდანაშაულო ადამიანების დაზარალებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი ქუჩებში ხალხს აყაჩაღებდნენ. იანუკოვიჩმა შექმნილ ვითარებას პოლიტიკური კრიზისი უწოდა.
,,უკრაინაში, კიევში და მის რეგიონებში პოლიტიკური კრიზისია, ძნელი იქნება სიტუაციიდან გამოსვლა. საჭიროა ჩატარდეს საერთო, ეროვნული რეფერენდუმი, რომლის საკითხებიც შეეხება ქვეყნის განვითარებაში აქტუალურ პრობლემებს და რა თქმა უნდა, კონსტიტუციას.
ცნობილ შეთანხმებას ხელი მოვაწერე, ოპოზიციასთან ერთად, რადგან უცხოელ შუამავლებს ვენდობოდი და უმნიშვნელოვანესი იყო კიევის ქუჩებში რადიკალების შეჩერება და განიარაღება. მაგრამ მათ ეს არ შეასრულეს, რის შედეგადაც უდანაშაულო ხალხი დაზარალდა. მათ ქუჩაში აყაჩაღებდნენ და ეს ძარცვა ახლაც გრძელდება. სრული ტერორი და ქაოსია.
პარლამენტმა დაშინებებითა და ტერორით უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მიიღო. ამას ვერ ვუწოდებ პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტის მუშაობა, ეს მაიდანის მუშაობაა“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






