პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მხოლოდ მედიის არედაქციო საბუთების წარდგენისა და გაჩხრეკის შემდეგ დაუშვებენ.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი გამოვიდა განცხადებით, რომელშიც ამბობს, რომ თავს ისევ მიიჩნევს უკრაინის მეთაურად, და რუსეთს სთხოვა დაიცვას მისი უსაფრთხოება ქვეყანაში ხელისუფლების ხელში ჩამგდები „ექსტრემისტების“ მოქმედებისაგან. მისი თქმით, უმაღლესი რადას გადაწყვეტილებები არალეგიტიმურია.
იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ მას და მის მომხრეებს განადგურებით ემუქრებოდნენ. მან მოუწოდა უკრაინაში სიტუაციის სამართლებრივ კალაპოტში დაბრუნებისკენ და დასძინა, რომ თავს სახელმწიფოს კანონიერ მეთაურად მიიჩნევს. „დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ პირობებში ყველა მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს დროში თავის არაეფექტურობას დაამტკიცებს და არ შესრულდება“, - განაცხადა იანუკოვიჩმა.
მასალის გამოყენების პირობები






