ხვალიდან მძღოლებისთვის ახალი საგზაო ჯარიმები ამოქმედდება
სამართალი - 11:59, 28 Feb, 2014     7360

მძღოლებისთვის ახალი ჯარიმები ხვალიდან ამოქმედდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები სწორედ 1 მარტიდან შევა. მას ასევე დაემატება 583 მუხლი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, ან/და მის ნაპირთან, წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, გამოიწვევს სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლს დაემატება 11 ნაწილი. 120-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმა სიგნალი დამონტაჟებულია შს მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით (სპეციალური ნებართვის გარეშე), ხოლო 120-ე მუხლის 11 ნაწილი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევის წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში და 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებას, დღეს მოქმედი კანონმდებლობით იწვევს პასუხისმგებლობას - 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ერთი წლის ვადით. აღნიშნული მუხლი შინაარსობრივად გაიმიჯნა. 123-ე მუხლის I ნაწილი შეიცვალა და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, როდესაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი მიატოვებს შემთხვევის ადგილს ან ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაადგილებს შემთხვევის ადგილიდან, ასეთ შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 250 ლარის ოდენობით, ხოლო 123-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 123-ე მუხლს დაემატა მე-3 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა გზაზე მარეგულირებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში და გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 125-ე მუხლს დაემატა მე-63 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის (მაგ: ინვალიდი, ყრუ, ბავშვები...) დამაგრების წესების დარღვევით მოძრაობის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 1271-ე მუხლს დაემატა 11 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება პირის პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42